ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გია კაზანჯიანის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილი ბოსნიასთან პირად შეხვედრაში წაგების გამო დათმო; არადა, ქულები თანაბარი დაუგროვდათ.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა მოიგო და ამდენივე წააგო. გადამწყვეტი მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელშიც ქართველებმა მონტენეგროს ნაკრებთან 48:73 წააგეს.

მონტენეგროელებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს და როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განაცხადა, დიდი შანსია, მონტენეგრომ B დივიზიონი მოიგოს.

ქართველებმა ექსიუგოსლავიელებს წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს. საწყისი ათწუთეული ფრედ, 21:21 დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის მონტენეგრომ 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ქართველებმა მესამე მეოთხედში ვერაფერი გააწყვეს ზუსტად მოთამაშე მეტოქესთან და ყველაფერი გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე გადაწყდა - მონტენეგრო 55:33 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი სოსო მაჭავარიანს (11 ქულა) ჰქონდა. დიმა ბობილების ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. რაც შეეხებათ მონტენეგროელებს, 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 5-მა კალათბურთელმა დაძლია.

ჩვენს ჯგუფში დარჩენილია კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ესტონეთი რუმინეთს ხვდება, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგი არაფერს ცვლის.

ესტონეთი მოგების შემთხვევაში, საქართველოსა და ბოსნიის მსგავსად, 6 ქულას აგროვებს, მაგრამ ამ სამ გუნდს შორის გამართულ მატჩებში ბურთების შეფარდება იმგვარია, რომ ბოსნიას გარანტირებული აქვს მეორე ადგილი.

საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებს. შეიქმნება ახალი, 8-გუნდიანი ჯგუფი, რომელშიც ჯგუფებში III-IV ადგილებზე გასული გუნდები გაერთიანდებიან. საქართველოს ნაკრების მეტოქეების სრული სია დღის ბოლოს გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ეტაპი. რუმინეთი. ბუქარესტი. 23 ივლისი

საქართველო 48:73 მონტენეგრო

21:21, 14:21, 4:19, 15:18

სატურნირო მდგომარეობა

1. მონტენეგრო 4 4/0 315/224 8

2. ბოსნია 4 2/2 317/294 6

3. საქართველო 4 2/2 214/258 6

4. ესტონეთი 3 1/2 180/224 4

5. რუმინეთი 3 0/3 170/196 3

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

გია კაზანჯიანი: პრესინგისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა