დორტმუნდის "ბორუსია" შვეიცარიაში გაემგზავრა და ბად რაგაცში დასცა ბანაკი
დორტმუნდის "ბორუსია" შვეიცარიაში გაემგზავრა და ბად რაგაცში დასცა ბანაკი, სადაც გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონისთვის მორიგ შეკრებას 29 ივლისამდე გაივლის.

კვირას "ბორუსიას" ის ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის გამო გახანგრძლივებული შვებულება ჰქონდათ. მიუხედავად ბოლო ორი ტესტ-მატჩის წაგებისა, დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავისი შეგირდებით კმაყოფილია, ყველაზე მეტად კი მარსელ შმელცერმა გააოცა.

ამრიგად, ახლა ყველა, 25-ივე ფეხბურთელი კლოპის განკარგულებაშია. შვებულებიდან ყველაზე ბოლოს გერმანიის ნაკრების წევრები: მარიო გიოტცე, მატს ჰუმელსი, მარკო როისი და მარსელ შმელცერი დაბრუნდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდს სხვებზე ადრე შეუერთდა ილქაი გიუნდოგანი, რომელიც "ნიურნბერგთან", მარეკ მინტალის გამოსათხოვარი ტესტ-მატჩის (2:4 ფრანკების სასარგებლოდ) განაცხადშიც იყო, თუმცა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში არ მოუწია.

"შვებულებულა საკმარისად ხანგრძლივი იყო, ძალიან კარგად დავისვენე და ახლა ნებისმიერი სახის დატვირთვისთვის მზად ვარ," - უთხრა გიუნდოგანმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

"მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა ჩემს განკარგულებაშია და შეგვიძლია, სრულყოფილად მოვემზადოთ. ბიჭები დასვენებულები ჩანან და კარგია, რომ ყველანი ჯანმრთელები არიან," - ეს კი კლოპის სიტყვებია, რომელმაც მარსელ შმელცერი ვერ იცნო:

"წარმოდგენა არ მქონდა, რომ მარსელს წვერი ჰქონდა მოშვებული და თავიდან მართლა ვერ ვიცანი.

ჩემთვის წვერი ნაცნობი რამაა, მაგრამ შმელცერისგან ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. 4 წელია, დორტმუნდში ვმუშაობ და მარსელი წვერში პირველად ვნახე".

როისის დებიუტი სენტ გალენთან

სამაგიეროდ, კლოპი ოდნავადაც არ არის შოკირებული იმით, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორი ტესტ-მატჩი წააგო (1:3 "ბრიუგესთან", 2:4 "ნიურნბერგთან"):

"ცხადია, კარგი იქნებოდა, ბიჭებს უკეთ რომ ეთამაშათ და მოეგოთ, მაგრამ ეს მზადების პროცესია და მირჩევნია, ახლა შეგვექმნას პრობლემები, ვიდრე მაშინ, როცა სეზონი დაიწყება. მე სპეციალურად შევარჩიე ისეთი მეტოქეები, რომლებიც წინააღმდეგობას გაგვიწევენ და არა ისეთები, ვისაც 17-18 გოლს გავუტანდით".

"ბორუსიას" მომდევნო სპარინგ-პარტნიორი შვეიცარიული "სენტ გალენია" - ეს მატჩი 24 ივლისს გაიმართება და "ბორუსიას" ქომაგები თავიანთ საყვარელ გუნდში "გლადბახიდან" 17 მილიონ ევროდ შეძენილი მარკო როისის დებიუტს ელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა