მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური დელეგაცია 23 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო
პრეზიდენტმა ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონის თამაშებზე წარმატებული გამოსვლა უსურვა. მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური დელეგაცია 23 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

სპორტსმენების გამხნევებისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართველების ხასიათსა და ბრძოლისუნარიანობას; ასევე, ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სპორტზეც უნდა აისახოს.

"წინ დიდი შეჯიბრი გელით, ჩვენ კი - თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. რვა წლის წინათ ჩვენ ჩავიბარეთ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, გაუბედურებული და უიმედო ქვეყანა.

ჩვენ არ გვქონდა შანსი, მაგრამ ვთქვით, რომ არავის ჩამოვუვარდებით და დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს.

ასე უნდა ვიყოთ სპორტშიც. არაფერია, თუ სხვები უფრო დიდ ქვეყანას წარმოადგენენ, თუკი უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და უფრო მეტი ფული.

საქართველო და ქართველი კაცი არის ის მებრძოლი, რომელიც ყველაზე გამოუვალ ვითარებაში პოულობს გამოსავალს, ყველაზე დიდ სიძნელეებს არ ეპუება, არასდროს კარგავს გამარჯვების იმედს და იბრძვის გამარჯვებისთვის. ასე რომ, მინდა წარმატება გისურვოთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სპორტსმენებს.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვეტერანი ქართველი ოლიმპიელებიც გაიხსენა, დებიუტანტებს კი მოუწოდა, რომ ქვეყნის დროშის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა გაითვალისწინონ.

"როდესაც ქართული ფორმა გაცვია და საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობ, ათჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და ვალდებული ხარ, წარმატებას მიაღწიო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი იქნება ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად თამაშებში პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ქართველი ოლიმპიელები ლონდონში 25 ივლისს, გამთენიისას გაემგზავრებიან. ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს [+VIDEO]

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა