ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადისთვის მზადების ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა
ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადისთვის მზადების ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა.

ამერიკელები იმ ქალაქში დაბრუნდნენ, სადაც ზუსტად ოცი წლის წინ - ლეგენდარული "დრიმ თიმის" დაბადება შედგა. ეს ქალაქია ბარსელონა.

მაიკ კჟიჟევსკის გუნდის მეტოქე ვეტერანებით სავსე არგენტინის ნაკრები იყო. ამერიკას იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ორი დღის წინ არგენტინამ 20 ქულით წააგო ამხანაგური მატჩი ესპანეთთან.

წინასამატჩო პროგნოზები შეხვედრის დებიუტმა გაამყარა - საწყის ოთხ წუთში ამერიკა 19:3 გავიდა წინ. არგენტინელები ვერაფერს უხერხებდნენ კობი ბრაიანტსა და კევინ დურანტს. ეს უკანასკნელი 27 ქულით საუკეთესო იყო თავის გუნდში.

საბოლოოდ ფავორიტებმა პირველი მეოთხედი 15 ქულის სხვაობით მოიგეს და როგორც ჩანს, მოეშვნენ. არგენტინელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მეორე მეოთხედი და მანუ ჯინობილის მონდომებით, ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. დიდ შესვენებაზე კი შვიდქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მესამე მეოთხედში ოდნავ უკეთ ამერიკა გამოიყურებოდა. ეს ათწუთიანი მონაკვეთი მან ოთხი ქულით მოიგო და 11 ქულამდე გაზარდა უპირატესობა.

მაგრამ თამაშის ბედი მაინც არ იყო გადაწყვეტილი. თამაშის კულმინაცია ფინიშამდე 3 წუთით ადრე დადგა, როცა ჯინობილის სამქულიანით სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. და სწორედ აქ გადაწყვიტა მატჩის ბედი კევინ დურანტმა - მან და კრის პოლმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანები ჩააგდეს და განაპირობეს ამერიკის ექვსქულიანი გამარჯვება - 86:80.

დურანტის გარდა, ამერიკაში სამმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი - ბრაიანტმა 18 ქულა დააგროვა, 15 და 13 ქულა იყო ლებრონ ჯეიმსისა და რასელ უესტბრუკის ანგარიშზე.

არგენტინელთა რიგებში სამმა კალათბურთელმა გაიბრწყინა - მანუ ჯინობილიმ 23 ქულა დააგროვა, 15 ქულა იყო კარლოს დელფინოს ანგარიშზე, ლუის სკოლამ 14 ქულა მიითვალა. სხვათა შორის, ამერიკელებმა საშინლად ისროლეს საჯარიმოები - სიზუსტის პროცენტი 57-ს უდრიდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელებს ცოტა ხნის წინ ბრაზილიის დამარცხებაც გაუჭირდათ, როცა მატჩის მსვლელობისას 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოუწიათ.

წლევანდელი "დრიმ თიმის" მზადყოფნას ორ დღეში შევამოწმებთ, როცა ის ოლიმპიადაზე თავის მთავარ კონკურენტს - ესპანეთს შეხვდება.

აშშ-არგენტინა 86:80

ა: დურანტი (27), ბრაიანტი (18), ჯეიმსი (15+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (13).

ა: ჯინობილი (23), დელფინო (15), სკოლა (14+7 მოხსნა), პრიჯიონი (8+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა