ამერიკაში თანდათან ხურდება იქაური საჰარდო სეზონი
ამერიკაში თანდათან ხურდება იქაური საჰარდო სეზონი - გასულ კვირას იქ ორი ტურნირი გაიმართა: მამაკაცები ატლანტაში თამაშობდნენ, ქალები - კარლსბადში.

ატლანტაში ერთ-ერთ ფავორიტად მერდი ფიში მიიჩნეოდა, მაგრამ მან პირველი წრის მატჩი ვერ დაასრულა. არადა, ამერიკელმა საწყისი სეტი მოუგო ჟილ მიულერს და მეორე პარტიაშიც თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. საბოლოოდ ლუქსემბურგელს ფინალისკენ გაეხსნა გზა - მიულერმა მომდევნო სამ მატჩში 38 ეისი ჩააწოდა.

ჟილმა კარიერაში მესამედ გააღწია ATP-ის ტურნირის ფინალში (ყოველთვის ამერიკულ ჰარდზე), მაგრამ ტურნირის მოგების წინა ორი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ლუქსემბურგელს შეეძლო, პირველი ჩოგბურთელი გამხდარიყო უეინ არტურსის შემდეგ, რომელიც 29 წლის (ან მეტი) ასაკში მოიპოვებდა მთავარ პრიზს.

მაგრამ ამჯერად მას წინ გადაეღობა ენდი როდიკი. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის მატჩი ჯონ ისნერის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტურნირზე.

ისნერი უკეთ აწვდიდა, მაგრამ როდიკი ზუსტად მოქმედებდა უკანა ხაზზე. საბოლოოდ 26-მა ეისმა ჯონს ვერ უშველა და სამ სეტში წააგო - 4:6, 7:6(5), 4:6.

გადამწყვეტ მატჩში როდიკი ფავორიტი იყო, რადგან მიულერისთვის ოთხიდან სამი მატჩი ჰქონდა მოგებული. ენდის მოტივაციაც საკმარისი უნდა ჰქონოდა, რადგან 2005 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ლუქსემბურგელმა შოკში ჩააგდო როდიკი, როცა ის პირველ წრეში სამი ტაი-ბრეიკით დაამარცხა, თანაც ენდის დაბადების დღეზე.

გუშინდელ ფინალში როდიკმა ჩააგდო პირველი სეტი - 33 წუთში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა წავიდა. 6:5-ზე ამერიკელმა ოთხი სეტბოლი გაანიავა, მაგრამ თავისი უპირატესობა ტაი-ბრეიკზე დაამტკიცა.

გადამწყვეტ სეტში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - მასპინძელმა ორი ბრეიკით მოიგო - 1:6, 7:6(2), 6:2. ეს როდიკისთვის წელს მეორე და კარიერაში 32-ე ტიტული გახლავთ. გარდა ამისა, ენდიმ ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო და კარგ ფორმაში ხვდება ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც მისთვის საყვარელ უიმბლდონის კორტებზე გაიმართება.

ცნობილია, რომ საფრანგეთის ქალთა ჩოგბურთის პირველი ნომერი მარიონ ბარტოლი ლონდონის ოლიმპიადაზე არ ითამაშებს. ამიტომაც ის ამერიკაში იმყოფება და იქ ემზადება აშშ-ის ღია პირველობისთვის. ბუნებრივია, კარლსბადში მარიონი ფავორიტი იყო და ფინალამდეც მიაღწია, თუმცა ეს მეტად არადამაჯერებლად გააკეთა.

ყველა მატჩში მას მესამე სეტის ჩატარება უწევდა და სამი თამაშის განმავლობაში კორტზე 8 საათი და 19 წუთი გაატარა. ყველაზე "იოლი" იყო ნახევარფინალი იუნ-იან ჩანთან, რომელიც "მხოლოდ" 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. სხვათა შორის, ჩანმა მანამდე ბრძოლას გამოთიშა ელენა იანკოვიჩი.

ბადის ქვედა ნახევარში ფავორიტი რუსი ნადია პეტროვა იყო, მაგრამ მან ვერ გადალახა ნახევარფინალში სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას ბარიერი.

დაძაბული პირველი სეტისა და ტაი-ბრეიკის (10:8) წაგების შემდეგ პეტროვამ მეორე სეტში ძალა ვერ იპოვნა ბრძოლის გასაგრძელებლად - 1:6.

ფინალში ორი საუკეთესო მეგობარი იდგა კორტის სხვადასხვა მხარეს. ბარტოლიმ პატიოსნად აღიარა, რომ გაუხარდებოდა დომინიკას წარმატება. ასეც მოხდა - 6:1, 7:5. აღვნიშნავთ, რომ ბარტოლი ძალიან ცუდად ასრულებდა პირველ მოწოდებას. გარდა ამისა, ფრანგი ბევრს ცდებოდა მნიშვნელოვან ბურთებზე და მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა ცხრა შესაძლებლიდან.

ATP

Tennis Championships

ატლანტა (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 790 000 დოლარი

ფინალი

ენდი როდიკი (აშშ, 4)-ჟილ მიულერი (ლუქ) 1:6, 7:6(2), 6:2.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 2)-მარიონ ბარტოლი (საფ, 1) 6:1, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა