შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით ქართული დელეგაციის 2 წევრი დანიაში დააკავეს, ხოლო ერთი წევრი გაქრა
2012 წლის 19-21 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები, გორის "დილას" გულშემატკივრები და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები (სულ 47 კაცი) დანიის ქალაქ ორჰუსში იმყოფებოდნენ.

ევროპის ლიგაზე გორის "დილა" ქალაქ ორჰუსის საფეხბურთო გუნდს შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საქართველოში დელეგაცია 3 კაცით ნაკლები შემადგენლობით დაბრუნდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მინისტრ ლადო ვარძელაშვილის დელეგაციის 2 წევრი დანიაში დააკავეს, ხოლო ერთი წევრი - დელეგაციიდან გაქრა.

გორის "დილას" ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა, გვარად გიორგობიანმა, დანიის სუპერმარკეტიდან მაისურები და ქამარი მოიპარა. ის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, დაკითხვაზე გადაიყვანეს და თბილისის რეისს არ გამოაყოლეს. მას შესაბამისი ჯარიმა დააკისრეს. დელეგაციის კიდევ ერთი წევრი ფარულად ჩეხეთში გადაფრინდა და ევროპაში დარჩა.

ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თითქმის ყველა იმ წევრს მოვუყევით, ვინც აღნიშნულ დელეგაციაში გორიდან იმყოფებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არცერთი მათგანი უარყოფს.

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი, რომელიც დელეგაციის წევრი იყო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ მან არ იცის დეტალები, თუ რატომ დააკლდა დელეგაციას 3 წევრი.

"მე არაფერი ვიცი. კომენტარს არ ვაკეთებ. თუ რამე მოხდა, გაარკვიეთ ორგანიზატორებთან, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზატორობას უწევდა" - გვიპასუხა კახა ტოლიაშვილმა.

"კომენტარს არ ვაკეთებ… კომენტარს არ ვაკეთებ… კომენტარს არ ვაკეთებ" - გვიპასუხა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩხეიძემ, რომელიც ასევე დანიაში გორის "დილას" საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.

"მე ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი საკრებულოს წევრები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არ გამგზავრებულან დანიაში. გავიგეთ, რომ რაღაც წვრილმან ხულიგნობას ჰქონდა ადგილი დანიაში, მაგრამ დეტალები არ ვიცით." - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ხაჩიურმა.

"ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რაც დანიაში მოხდა. არა ვართ საქმის კურსში" - გვითხრა "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის შტაბის უფროსმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა იმ დროს, როდესაც მის შტაბში იმყოფებოდნენ დანიის დელეგაციის წევრები კახა ტოლიაშვილი და ალექსანდრე ოდიშვილი. ალექსანდრე ოდიშვილი ცნობილი მერეთის ინციდენტის დროს იყო დაკავებული, თუმცა ის დანიაში დელეგაციას გააყოლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვცეს გორის "დილას" წარმომადგენლის, ვინმე მირიანის ნომერი, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა: "ჯერ ერთი, მე არ ვარ კომპეტენტური, ამ საკითხზე პასუხი გაგცეთ" - გვითხრა ბატონმა მირიანმა.

კომენტარს არ აკეთებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანიც.

qartli.ge

ვარძელაშვილის დელეგაციის წევრებმა დანიაში იქურდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ასევე იხილეთ:

თემურ შალამბერიძე: დანიელებს ეგონათ, აზრზე არ ვიყავით

ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]

გორის "დილა" დანიაში გულშემატკივრების დაკავებას უარყოფს

azazello
მაგ 47-დან ერთი მაინც თუ იყო დილას გულშემატკივარი? სულ ერთ ადგილას ეკიდა ყველას, მინისტრიან-დელეგაციის წევრებიანად (ჰმ, "დელეგაციის"ჰაჰაჰა)) დილაც და ფეხბურთიც! და სულ საკუთარი ხარჯით იყვნენ წასულები მოსაპარად საკრებულოს წევრები (კიდევ ჰმ) სამინისტროს თანამშრომლები!!!! ეეჰ, იმდენი გინება მომდის ენაზე, რომ 'დაწერაც მეზარება, მხოლოდ "ტფუი"-თ შემოვიფარგლები
mmm
დამნაშავეების მთავრობა გვყავს. ეს მუტრუკი ბიჭები რომლებიც ოპზიციურ პარტიებს შესაძლებლობას არ აძლევენ ამომრჩევლებთან შეხვედრას ხომ უნდა დააჯილდოონ. იძახიან ჩვენი ხარჯით წავედითო. ასეთი მდიდრები არიან, რომ დანიაში შეუძლიათ გადაფრინდნენ და დრო გაატარონ? როდის მოეღება ბოლო ამ მუქთახორების პარპაშს!
mirage
ვუერთდები მაგ თხოვნას, ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი გმირები!!!
jimmi page
უკომენტაროდ
suramis cixe
ეგ არის და გორის ციხე თფუი ტფუი თქვენს ქართველობას.თხოვნა!ქართულ მასმედიებს,გამოაჭენრთ საჯაროდ,ქართლის თავისმომჭრელები,ქამრის-ქათმის ქურდები
ioska
რაჰა კამარს იპარაწდი ჰე უპატრონო მეტი მოსაპარი ვერ ნახე
ნუკრი
კომენტარის სურვილს დაგაკარგვინებენ..
odala
საქართველოს ყვლეფენ ეს შობელძაღლები და გაგიკვირდეთ დანიაში იქურდეს.
Scarier
მდააა...
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება