ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეს 84-ე პოზიციაზეა
გასულ კვირას ზოგიერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა საერთაშორისო ტურნირებში მაინცდამაინც ხეირიანად ვერ ითამაშა, ზოგს კი გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, რამაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ანა ტატიშვილი 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეს 84-ე (იყო 73-ე) პოზიციაზეა, რასაც, ცხადია, კატასტროფა არ ეთქმის, მაგრამ მოახლოებული თამაშების წინ მთლად სასურველი მაინც ვერ არის, რადგან "ლონდონი 2012"-ის წილისყრისას (26 ივლისს) განთესვა 23 ივლისის კლასიფიკაციით მოხდება.

როგორც აღვნიშნეთ, ანა 792 ქულით 84-ეა. პოზიციები დათმო მეორე ლიცენზიანტმა მარგალიტა ჩახნაშვილმაც - 240 ქულით 225-ედან 234-ე ადგილზე გადაინაცვლა. დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა სარეიტინგო მაჩვენებლები ასეთია: 349 (353). სოფიო შაფათავა - 121 ქულა; 384 (388). სოფო ქვაცაბაია - 101; 537 (500). ეკატერინე გორგოძე - 52; 622 (458). თათია მიქაძე - 39; 672 (692). ნათია გეგია - 32; 679 (684). ოქსანა კალაშნიკოვა - 31; 971 (975). ანი გოგვაძე - 11 ქულა.

ეს კვირაც საინტერესო შეჯიბრებებით იქნება დატვირთული. ბაქოს 220 000-იან ტურნირში (დირექტორი - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი) ვერ ითამაშებს ანა ტატიშვილი, რადგან იგი ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. აზერბაიჯანის დედაქალაქში "ველური ბარათითაა" დაშვებული ეკატერინე გორგოძე.

ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა 100 000-იან ტურნირს მასპინძლობს. იქ საკვალიფიკაციოდან აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-6 ნომრად იყო განთესილი.

პირველ წრეში რუს საბინა კურბანოვას სძლია - 6:2, 6:2, შემდეგ იაპონელი მაკოტო ნინომია ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:0, ფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ნადია კიჩენოკის დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა - 5:7, 6:1, 6:4. ძირითად ბადეში იგი მე-5 ნომრად განთესილ კურუმი ნარას (იაპონია) დაუპირისპირდება.

პირდაპირ ძირითად ბადეში დაუშვეს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. იგი I წრეში თურქ კაგლა ბუიუკაკჩაის გაუწევს მეტოქეობას. წყვილთა შეჯიბრებაში ოქსანა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ჩაება და პირველ წრეში ეკატერინა კლუევას და ანასტასია ეპიშინას (ორივე - ყაზახეთი) დუეტს აჯობა - 6:2, 6:1. ოქსანასა და მარტას მეოთხედფინალშიც ანა დანილინას და ზალინა ხაირუტდინოვას ყაზახური წყვილი ელოდება.

იზმირის (თურქეთი) 10 000-იანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაება თამარ ჭალაგანიძე, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი ისილ ილერი დაამარცხა - 6:1. 6:2, მეორეშიც თურქ სენა ლარა ნურალის სძლია - 6:0, 6:1 და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც ბელგიელ კატერინა ჩანტრაისთან გაარკვევს ურთიერთობას. ნათია გეგია კი მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ლინდა მაირს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა