კლუბის პრესატაშე გულშემატკივრების მაისურების მოპარვის გამო დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს
გორის "დილა" დანიაში კლუბის გულშემატკივრების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საფეხბურთო კლუბის პრესატაშემ, ზურაბ კარტოზიამ განუცხადა, გულშემატკივრების მაისურების მოპარვის გამო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სასაცილოა.

"გაკვირვებულები ვართ ამ ინფორმაციით. ისეთი რაღაცეები წერია, სასაცილოა. არაფერი არ ყოფილა, ჯგუფი წავიდა და დაბრუნდა ჩვეულებრივად" - აღნიშნა კარტოზიამ.

მისივე თქმით, არავინ იცის, ვინ არის ვინმე გიორგობიანი, რომლის დაკავების შესახებაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, 19 ივლისს დანიაში "დილას" საგულშემატკივროდ სულ 47 ადამიანი გაემგზავრა. მათ შორის იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. მატჩის შემდეგ საქართველოში დელეგაცია სამი კაცით ნაკლები შემადგენლობით დაბრუნდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი მათგანი, რომელთაგან ერთი გვარად გიორგობიანია, მაისურებისა და ქამრის მოპარვის გამო დააკავეს და დაკითხვის შემდეგ შესაბამისი ჯარიმა დააკისრეს.

ქურდობისთვის დაჯარიმებული გულშემატკივრები საქართველოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. რაც შეეხება მესამე მათგანს, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს, ის ორჰუსიდან ფარულად ჩეხეთში გადაფრინდა და ევროპაში დარჩა.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" ქომაგები დანიაში ქურდობისთვის დააკავეს

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს