26 მილიონი ხავი მარტინესში! თუ არა და, 25 მილიონი ლარს ბენდერში!
მიუნხენის "ბაიერნს" მომავალი სეზონისთვის ერთი ახალი, მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება - კაცი, რომელიც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით დადგება და რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იმედებს არ გაუცრუებს.

ამის შესახებ ბევრი დაიწერა, კიდევ უფრო მეტი ითქვა და შესაძლოა, მკითხველს ეს თემა უკვე მობეზრდა კიდეც, მაგრამ საქმე წინ მიდის, ყოველდღე ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება და სანამ ბავარიელები ახალ ჩამშლელ შუამარბს ოფიციალურად გაიფორმებდნენ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ყველა ცნობა მოგაწოდოთ.

ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდს მაღალი კლასის საყრდენის შესაძენად ათეულობით მილიონი ევრო აქვს მომზადებული.

რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სასურველი და ნომერ პირველი კანდიდატი კვლავ ბილბაოს "ატლეტიკის" უნიჭიერესი "ექვსიანი" ხავი მარტინესია და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბავარიელებმა ბასკებს უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართეს. თუ 23 წლის ხავი მარტინესის ტრანსფერი არ გამოვა, "ბაიერნისთვის" მისი პირველი ალტერნატივა "ლევერკუზენისა" და გერმანიის ნაკრების ასევე ახალგაზრდა ნახევარმცველი ლარს ბენდერია.

შესაძლოა, მიუნხენელებს აქაც ხელი მოეცაროთ, რადგან "ლევერკუზენის" ხელმძღვანელებს ლარსი არ ეთმობათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ასეთ შემთხვევაში "ბაიერნი" ან ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველ ფელიპე მელოს გადაიბირებს, ანაც "მანჩესტერ სიტის" ჰოლანდიელ ჩამშლელ ნაიჯელ დე იონგს.

ფაქტია, რომ მელოს ან დე იონგის ყიდვა ბავარიელებს ნაღდად არ გაუჭირდებათ, რადგან ტრანსფერზე არიან დაყენებულები, თუმცა ბრაზილიელსა და ჰოლანდიელს მიუნხენში სათადარიგო ვარიანტებად განიხილავენ - "ბაიერნი", პირველ რიგში, ხავი მარტინესის ან ლარს ბენდერის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამასობაში მიუნხენელებსაც დაემუქრათ ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვის საფრთხე.

მილანს რობენი მოუნდა

ჩვენი ფრანგი და იტალიელი კოლეგების შემდეგ "დაცლილი" მილანი ტიაგო სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერებიდან აღებული თანხის დიდ ნაწილს ახალ ვარსკვლავებში დააბანდებს.

გამოცემა "ეკიპის" ინფორმაციით, "როსონერიმ" "ბაიერნის" ჰოლანდიელ გარემარბ არიენ რობენს დაადგა თვალი. როგორც ირკვევა, მილანელები მზად არიან, რეკორდმაისტერს გასულ სეზონში და ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტურად ხელმოცარულ რობენში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ცნობილია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებს არიენის გაყიდვა არ სურთ, მაგრამ 20 მილიონი ევრო ისეთი თანხაა, რომ შეიძლება დაფიქრდნენ.

26 მილიონი მარტინესის სანაცვლოდ?

არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ "ბილბაოს" პრეზიდენტი ხოსუ ურუტია ხავი მარტინესში 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას 2012 წლის ზაფხულში, ანუ ახლა, "ატლეტიკის" დატოვება სწორედ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მსურველი 40 მილიონს გადაიხდის.

მიუხედავად ამისა, ვაჭრობა მაინც შესაძლებელია: "ბაიერნის" ბოსებმა არაერთხელ თქვეს, ხავი მარტინესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მასში 40 მილიონი ევროს გადახდას არ ვაპირებთ, არ გვეგულება კლუბი, რომელიც მის სანაცვლოდ ამდენს გადაიხდისო.

როგორც ჩანს, ბავარიული გრანდის შეფები მართლები არიან, რადგან დაინტერესებულებს, "ბარსელონას" და "რეალს", "ბილბაოსთვის" კონკრეტული შეთავაზებით დღემდე არ მიუმართავთ.

სამაგიეროდ, გერმანული ჟურნალი "შპორტ ბილდი" წერს, რომ "ატლეტიკს" კონკრეტული შეთავაზებით უკვე მიმართა "ბაიერნმა" - მიუნხენელებმა ბასკებს ხავი მარტინესში 26 მილიონი ევრო შესთავაზესო. "ბაიერნში" დაადასტურეს, რომ ევროპის ჩემპიონი, რომელიც ოლიმპიადაზეც იასპარეზებს, რეკორდმაისტერის ნომერ პირველ სამიზნედ რჩება.

ლევერკუზენს ბენდერი 25 მილიონი უღირს

თუ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვიდა, "ბაიერნისთვის" ხავი მარტინესის პირველი ალტერნატივა ლარს ბენდერია. ამ უკანასკნელის გამო რეკორდმაისტერისა და "ლევერკუზენის" ხელმძღვანელები იმ კვირაში ერთმანეთს დაეტაკნენ.

"ფარმაცევტების" შეფებმა ერთხმად აღნიშნეს, ლარსი არ იყიდება, მიუნხენელები ტყუილად ოცნებობენო. თუმცა რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ "ბაიერნი" არ დანებდება და რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი, რომლის შეთავაზების შემთხვევაში ნებისმიერი კლუბი შეწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას.

"აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს. საქმე ისაა, სურს და უღირს თუ არა მის მსურველს იმ თანხის გადახდა..." - ასეთია რუმენიგეს ფილოსოფია.

ლევერკუზენელებმა თავი მაინც შორს დაიჭირეს, ლარს ბენდერის გაყიდვა გამორიცხულიაო. "შპორტ ბილდი" კი წერს, რომ ეს ასე არ არის და რომ ლარს ბენდერის გაყიდვა სულაც არაა გამორიცხული.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ლევერკუზენი" ტყუპისცალს 25 მილიონად აფასებს. ახლა საქმე მართლა ისაა, სურს და უღირს თუ არა "ბაიერნს" ამ თანხის გადახდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ