მიუხედავად იმისა, რომ ენდი კეროლი "ლივერპულის" ისტორიაში რეკორდული შენაძენია, კლუბი მის გაყიდვაზე მაინც სერიოზულად ფიქრობს

მიუხედავად იმისა, რომ ენდი კეროლი "ლივერპულის" ისტორიაში რეკორდული შენაძენია, კლუბი მის გაყიდვაზე მაინც სერიოზულად ფიქრობს.

საეჭვოა, ახმახი და ცოტა მოუხეშავი თავდამსხმელი ბრენდან როჯერსის შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს სათანადოდ მოერგოს.

ამას, რასაკვირველია, "წითლების" ახალი თავკაცი სხვებზე უკეთ აცნობიერებს და სწორედ ამიტომ გეგმავს კეროლის გაშვებას. კლუბის თანამესაკუთრე ტომ ვერნერი მოვლენათა მსგავსი განვითარების წინააღმდეგი სულაც არ არის. მისთვის მთავარი ის არის, თუ რა სურს როჯერსს.

კეროლთან დაკავშირებული სიტუაციის გარდა, მან კენი დალგლიშის შესახებაც თქვა ორიოდე სიტყვა:

- ენდი კეროლი ჯერ კიდევ "ლივერპულის" დიდი ოჯახის წევრია. ვაღიარებთ, რომ ის ნიჭიერი ფეხბურთელია და ინგლისის ეროვნულ გუნდში თავისი როლი უკვე მორგებულიც აქვს. მაგრამ ჩვენთან ახლა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდის მთავარი მწვრთნელი იღებს.

იმედია, მისგან საბოლოო პასუხს ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მალე მივიღებთ. იქამდე კი ენდისგან ძველებურ თავდადებას ველით.

არა მგონია, შარშან კენი დალგლიშის "ლივერპულში" თამაში ვინმეს მოწონებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ კენის მიმართ დადებითი განწყობა არ მაქვს. არა! ის ყოველთვის დარჩება ჩვენი კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად. ჩვენ მისი მადლობელნი ვართ იმისთვის, რა ამაგიც დაგვდო.

დალგლიშისგან განსხვავებით, ბრენდან როჯერსი თანამედროვე, შემტევი ფეხბურთის ფილოსოფოსია, რომელიც გულშემატკივრებს, წესით, ძალიან უნდა მოეწონოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა