პაცინი მილანურ გრანდს დატოვებს და ისეთი პირი უჩანს, რომ "იუვენტუსში" გადაბარგდება

ჯამპაოლო პაცინი რომ "ინტერს" დატოვებს, წყალი არ გაუვა - ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ პაცო "ტროფეო ტიმ"-ის განაცხადში არ შეიყვანა და საერთოდაც, 27 წლის თავდამსხმელს სრულ იგნორს უკეთებს.

რთული სათქმელია, რატომ აითვალწუნა ასე "ნერაძურის" დამრიგებელმა ჯამპაოლო, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ სეზონშიც იშვიათად ათამაშებდა. მოკლედ, პაცინი მილანურ გრანდს დატოვებს და ისეთი პირი უჩანს, რომ "იუვენტუსში" გადაბარგდება.

ამის შესახებ ინფორმაცია "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა და ეს ცნობა "ბიანკონერის" სპორტული დორექტორის, ჯუზეპე მაროტას სიტყვებით გაამყარა:

"დიახ, პაცინისთან მქონდა სატელეფონო საუბარი და ვეცადე გამერკვია, რამდენად სურს "იუვენტუსში" გადმობარგება.

ჩემდა სასიხარულოდ, ჯამპაოლო მზადაა, ჩვენთან გადმოვიდეს და იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება.

მილანელებს უახლოეს დღეებში დაველაპარაკებით და ოფიციალურ წინადადებასაც შევთავაზებთ. იმედი მაქვს, ტურინელები ფეხბურთელის ინტერესს გაითვალისწინებენ და აღნიშნული ტრანსფერი შედგება".

მართალია, "იუვენტუსი" თავდამსხმელთა ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ ტურინელები არ მალავენ, რომ ერთი მაღალი კლასის ფორვარდის გადაბირება სურთ - თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ეს ალესანდრო მატრისთან და ფაბიო კვალიარელასთან შესაძლო განშორებით გახლავთ განპირობებული.

მატრის "მილანი" იწვევს და ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია, კვალიარელამ კი რუსეთიდან მიიღო შეთავაზება და შესაძლოა, კარიერა "ზენიტში" გააგრძელოს.

ამასობაში პრესასთან გასაუბრება ვესლი სნეიდერმა განიზრახა და მთავარი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩონი ქებით ცაში აიყვანა:

"ახალი გუნდი კეთდება და ამ პროცესში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, "ინტერი" მომდევნო სეზონში გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ბოლო წლებში და ეს მთლიანად ანდრეა სტრამაჩონის დამსახურებაა.

ჟოზე მოურინიოსთან ერთად, სტრამაჩონი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც მიმუშავია. ახალი იდეები აქვს, რომელთა მოედანზე გადატანასაც მომდევნო სეზონში შევეცდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა