საბოლოოდ გადაწყდა, რომ იოვეტიჩი მომდევნო სეზონსაც "ფიორენტინაში" გაატარებს

"ფიორენტინას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და ცდილობენ, მომდევნო სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერონ.

24 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხუან კუადრადო მომდევნო სეზონს ფლორენციული გუნდის შემადგენლობაში გაატარებს. "უდინეზეს" 24 წლის უკანახაზელმა გასული სეზონი იჯარის წესით "ლეჩეში" გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო - 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა აქტივში.

კუადრადოს თითქოს "უდინეზეში" უნდა ეასპარეზა, მაგრამ ბოლო მომენტში ფლორენციაში აღმოჩნდა - რაც მთავარია, "ფიორენტინას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებაც გაფორმდება. ეს ამბავი თავად ხუანსაც ახარებს:

"ახალ გუნდში მსურდა გადასვლა და ძალიან მიხარია, რომ "ფიორენტინაში" ამოვყავი თავი. ფლორენცია ულამაზესი ქალაქია, "ვიოლა" კი ამბიციური გუნდი, რომელიც მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს.

საუკეთესო ფეხბურთი ჯერ არ მიჩვენებია და მჯერა, რომ ამას "ფიორენტინაში" მოვახერხებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ფლორენციელ გულშემატკივრებს თავს შევაყვარებ და "ფიორენტინაში" კიდევ დიდხანს დავრჩები".

კუადრადო იქით იყოს და, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტევან იოვეტიჩი მომდევნო სეზონსაც "ფიორენტინაში" გაატარებს. ეს ამბავი ფლორენციელი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო უნდა იყოს, რადგან სტევანი გუნდის ლიდერი და ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშეა - ჩერნოგორიელი ფორვარდის ხელშეუხებლობაზე თვით კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეა დელა ვალემ ისაუბრა:

"სტევანის მიმართ არაერთი გუნდი გამოხატავს ინტერესს, მათ შორის კი, ყველაზე მეტად "იუვენტუსი" აქტიურობს.

ტურინელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ, მაგრამ არჩევანი უკვე გავაკეთეთ...

იოვეტიჩი არ იყიდება და მინდა ეს ყველამ იცოდეს; ახალ გუნდს ვაკეთებთ, რომელიც სტევანის გარშემო აიწყობა და გამომდინარე აქედან, მის გასხვისებაზე საუბარი სრულიად უადგილოა.

ჩვენი მიზანი გაძლიერებაა და არა წამყვან ფეხბურთელებთან განშორება, მით უმეტეს, უდავო ლიდერთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა