როგორც ამერიკული პრესა წერს, შარშანწინდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე, სავარაუდოდ, მარტამდე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა ჟურნალისტებს განუცხადა - მუხლის ტრავმის შემდეგ მისი აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ის სულ მალე დაიწყებს ვარჯიშს.

მაგრამ საქმე არც ისე მარტივად ყოფილა - როგორც ამერიკული პრესა წერს, შარშანწინდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე, სავარაუდოდ, მარტამდე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

"ჩიკაგოს" ბანაკიდან სხვა საინტერესო ამბებიც ვრცელდება. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს უბრუნდება გამთამაშებელი კირკ ჰაინრიხი, რომელსაც "ხარების" რიგებში ცხრიდან შვიდი სეზონი აქვს გატარებული.

ჰაინრიხმა შარშან 48 მატჩი ჩაატარა "ატლანტას" შემადგენლობაში და საშუალოდ 6.6 ქულა და 2.8 შედეგიანი პასი დააგროვა.

ასევე იტყობინებიან, რომ "ბულზის" შეფობამ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა იტალიელ მცველ მარკო ბელინელისთან. ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება. მარკოზე პრეტენზიას აგრეთვე "ორლანდო", "გოლდენ სტეიტი" და "ნიუ იორკი" აცხადებდნენ.

ბელინელიმ გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 66-ჯერ დაიცვა "ნიუ ორლეანის" ღირსება და ამ გუნდს საშუალოდ 11.8 ქულითა და 2.6 მოხსნით დაეხმარა.

დაბოლოს, "ჩიკაგოს" მცველი სი ჯეი უოტსონი "ბრუკლინში" გააგრძელებს კარიერას. გარიგების ვადა და ფინანსური მხარე პრესისთვის უცნობი დარჩა. 28 წლის კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა გასულ წელს 9.7 ქულასა და 4.1 გადაცემას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა