რუსებმა მათ მიერ სოკ-ში წარდგენილ სპორტსმენთა სიებში, სადაც დაბადების ადგილებია მითითებული, "შეცდომა" დაუშვეს
ლონდონის ოლიმპიადა ჩვენთვის სკანდალური და უსიამოვნო პრელუდიით იწყება. მიზეზი კი ისევ რუსეთია - მათ მიერ სოკ-ში წარდგენილ სპორტსმენთა სიებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დენის ცარგუშს გრაფაში, სადაც დაბადების ადგილი და ქვეყანაა მითითებული, გუდაუთა-რუსეთი უწერია, მის თანაგუნდელ ბესიკ კუდუხოვს კი - სამხრეთ ოსეთი-რუსეთი.

მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ცარგუში ეროვნებით მართლაც აფხაზია და ნამდვილად გუდაუთაშია დაბადებული. ის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და სავარჯიშოდ; მისი მამა კი იმ ომში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა.

ამბობენ, მან თვალიც დაკარგაო. თვითონ დენისი კი რუსეთის ნაკრებში პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა დანიურ ჰერნინგში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა. მომდევნო წელს ევროპის პირველობაზე მან გელა საღირაშვილსაც მოუგო, მოსკოვში დაბრუნებულმა კი განაცხადა, ქართველთან წაგების უფლება არ მქონდა, რადგან ამას ჩემი ხალხი ვერ გამიგებდაო.

დღეისათვის პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ჩემპიონი, ეროვნებით ოსი კუდუხოვი ქარელშია დაბადებული და ჭიდაობაც იქვე დაიწყო, თუმცა ადრევე წავიდა რუსეთში.

როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები ამბობენ, ქართულიც მშვენივრად იცის, მაგრამ არ საუბრობს. დაბადების ადგილად რუსებმა ცარგუშს გუდაუთა მაინც ჩაუწერეს, კუდუხოვთან დაკავშირებით კი სულაც ნონსენია - სამხრეთ ოსეთი მიუთითეს.

ცხადია, ასეთი "შეცდომა" შემთხვევით არ ხდება. თუმცა კიდევ უფრო დიდი კურიოზი თავად რუსული მხარის საქციელია - თუ ამ ავტონომიების დამოუკიდებლობა აღიარა, მაშინ რუსეთის ტერიტორიად რატომ თვლის?! მაგრამ "რუსულ დათვს" გასდის და რა ენაღვლება...

მომხდარზე რეაგირება უკვე გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც "ლონდონი-2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში საპროტესტო ნოტა გააგზავნა მოთხოვნით, აღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად საქართველო მიეთითოს. იმედია, ჩვენი პროტესტი შედეგს გამოიღებს...

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ნაწილი კი დღეს საღამოს ჩარტერული რეისით გაფრინდება ლონდონში.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გარდა, უკლებლივ ყველა დღეს მიფრინავს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელობა და ქომაგები.

ლონდონში ჩასულებს ადგილზე ნინო სალუქვაძე და ქრისტინე ესებუა დახვდებათ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაფრინდნენ ბრიტანეთში.

ლონდონის ოლიმპიადის რუსული სიურპრიზი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ცხინვალში საერთაშორისო მატჩის ჩატარება იგეგმება!

kuduxovi
გუდაუთა დაბადების ადგილი უწერიათ, რუსეთი მოქალაქეობა, ლონდონში რო იყვნენ დაბადებული ალბათ ლონდონი (რუსეთი) ეწერებოდა
ვასკულატ
თქვენი დროც მოვაა,უმადურო გაუნათლებლებოოოოო!

დაბადების ადგილში რუსეთის მითითება პირველ რიგში ამ ორ პრიმიტივს უნდა გაეპროტესტებინათ.
kiti
ორივე რუსეთის მოქალაქეა, მათი გამარჯვების შემთხვევაში რუსული ჰიმნი გაიჟღერებს. ასე რომ ტყიურებს ამით არაფერი შეემატებათ. სხვა მხრივ ვნახოთ ქართული დიპლომატია როგორ იმუშავებს.
Qartveli!
ეს,არ უნდა გაუვიდეთ რუსებს არაა !!!! უნდა ჩაიწეროს,საქართველო !!!!!!
Qartveli!
როდემდე უნდა იყოს ჩვენი დოყლაპია მთავრობა სტატისტის როლშI?!!!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა