ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩის წინ
26 ივლისს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე, რუსთავის "მეტალურგი" ჩეხეთის ქალაქ პლზენში "ვიქტორიასთან" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს.

პირველი მატჩი რუსთაველებმა შინ 1:3 წააგეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც გადაიწურეს.

თუმცა ცხოვრება ამით არ მთავრდება, "მეტალურგი" საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და შესაბამისად, გარკვეული პოტენციალიც გააჩნია.

კობა ჟორჟიკაშვილი: ჯერ ფეხბურთელის აერობული მაჩვენებელი, მერე დანარჩენი

"მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ქართულ ფეხბურთში ჭიპმოჭრილი სპეციალისტია, უმუშავია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, აგრეთვე უმაღლესი ლიგის წამყვან კლუბებში.

ჟორჟიკაშვილს არაერთი კითხვა დავუსვით იმაზე, თუ რატომ არის ქართული გუნდი უშანსოდ "პლზენის" დარ მეტოქეებთან...

- "პლზენთან" პირველმა მატჩმა დაგვანახა, რომ თავს ზემოთ ძალა არ იყო - რატომ არიან ასეთ უიმედო მდგომარეობაში ქართული კლუბები და არსებობს თუ არა ამ სიტუაციიდან დაღწევის შესაძლებლობა ამ ეტაპზე?

- "პლზენის" დარ ევროპულ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში ჩვენთვის შეუძლებელი არ არის. პირველ რიგში, მთავარია ფეხბურთელი, მისი მონაცემები და შემდეგ გუნდის შენება.

ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემებით მზად უნდა იყოს მაღალ დონეზე სათამაშოდ. აერობული მაქსიმალური სიჩქარე - ეს არის სიჩქარე, რომელსაც ფეხბურთელმა ისე უნდა მიაღწიოს, რომ ჟანგბადის დეფიციტი არ ჰქონდეს.

აერობული სიჩქარე უნდა იყოს 6 მეტრი წამში - თუ ასეთ სიჩქარეზე ფეხბურთელს ჟანგბადის დეფიციტი არ ექმნება, ეს უკვე საერთაშორისო სტანდარტია.

რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ.

- საქართველოს ჩემპიონატში არ არის ის დონე, რომ იქ მოთამაშე ფეხბურთელმა ასეთ კონდიციას მიაღწიოს - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ამ კონდიციის მიღწევა შეუძლებელი არ არის. ჯერ უნდა დადგინდეს ფეხბურთელის სასტარტო მონაცემი და ამის მიხედვით მოხდეს იმის გათვლა, თუ როდის მიაღწევს ის სტანდარტულ აერობულ სიჩქარეს.

შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს ამისთვის 3-4 სრულფასოვანი მოსამზადებელი შეკრება დასჭირდეს. ზოგი მწვრთნელი დროის გაყვანის მიზნით ამბობს, რომ ამისთვის 2-3 წელი დამჭირდებაო, ზოგი კი მართლა მიზანმიმართულად მუშაობს.

"მეტალურგის" ფეხბურთელებს ამ მხრივ უკვე აქვთ პროგრესი.

- როგორ უნდა დადგინდეს, თუ რამდენია ფეხბურთელის აერობული მაქსიმალური სიჩქარე?

- ჟანგბადის დეფიციტის გაზომვა ტესტითაც შეიძლება. არის სხვა მეთოდიც, მაგალითად, როცა კლაუს ტოპმიოლერი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ერთ-ერთ შეკრებაზე "ლევერკუზენის" ექიმი იყო მოწვეული და სისხლის ანალიზით ზომავდა ამ მონაცემს, ანუ სისხლში რძის მჟავის შემცველობით.

სხვათა შორის, ალექსი ბენაშვილს აღმოაჩნდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი...

მოკლედ, როცა ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, მერე იწყება გუნდის ტაქტიკური ელემენტების დახვეწა, დროული და სწორი გადაადგილებების უნარის შემუშავება. ამ მოძრაობებს კი სწორედ შესაბამისი აერობული სიჩქარე ესაჭიროება.

- "მეტალურგში" არავინაა ისეთი, ფიზიკური მომზადებით ამ დონეზე რომ იყოს მისული?

- ასეთი ჯერ მხოლოდ ერთი-ორი ფეხბურთელია, მაგრამ თითოოროლა ფეხბურთელი ვერ იქნება იმის გარანტია, რომ გუნდმა ევროპულ დონეზე ითამაშოს.

მთელ კუნთოვან სისტემას ამარაგებს გული. ეს არის ის ძრავა, რომელიც თავიდანვე კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს და მერე განვითარდეს. რვა კვირაში სწორი დატვირთვებით შესაძლებელია, რომ გულმა უფრო მეტი რაოდენობის სისხლის გადამუშავება შეძლოს. ეს ციკლი გარკვეული ინტერვალით უნდა განმეორდეს.

- რისთვის უნდა გამოიყენოს "მეტალურგმა" "პლზენთან" საპასუხო მატჩი?

- არამხოლოდ გამოცდილების შესაძენად. პირველი შეხვედრის შემდეგ უკეთ შევისწავლეთ მეტოქის თამაში, თუ რა იყო მათი ძლიერი მხარეები. ჩვენი ფეხბურთელები უნდა გაიზარდონ ტაქტიკური თვალსაზრისით. რა არის საჭირო გუნდური მოქმედებებისთვის - ასეც უნდა მივუდგეთ გუნდის გაძლიერების საკითხს.

- რა იქნება "მეტალურგის" მიზანი დამდეგ სეზონში?

- მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვება.

- ჩემპიონობაზე არ ფიქრობთ? ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ გორის "დილა" ისე გაძლიერდა, ლამის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას მოუყარა თავი?

- საქართველოში თამაში არავისთვის არის ადვილი. არის ბევრი ნიუანსი, მაგალითად, მოტივაციის შენარჩუნება. კარგი ფეხბურთელი იმის გარანტია არ არის, რომ გუნდიც კარგი იქნება.

"დილას" მართლაც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავს, მწვრთნელებიც კარგი ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დასრულებულია.

მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ "დინამო", "ტორპედო" და "ზესტაფონი". მერწმუნეთ, რომ სხვა გუნდებიც საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ვნახოთ, ვინ როგორ შეხვდება დამდეგ ჩემპიონატს...

- "მეტალურგში" განათხოვრებით თამაშობდა გიორგი თექთურმანიძე - შეუძლებელი იყო, რომ მას "პლზენთანაც" ეთამაშა და მერე დაბრუნებულიყო "დინამოში"?

- ჩვენც და თვითონ ამ ფეხბურთელსაც სურდა, რომ კიდევ რამდენიმე ხნით დარჩენილიყო "მეტალურგში". კარგი იქნებოდა, დეკემბრამდე რომ ყოფილიყო ჩვენთან, მაგრამ ალბანურ "ტეუტასთან" "დინამოს" მწვრთნელმა და პრეზიდენტმა რომ ნახეს მისი თამაში, "მეტალურგში" აღარ დატოვეს.

გვყავს სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც, მაგალითად, გიორგი მიქაბერიძე. თუ მან ფიზიკური კონდიციები გააუმჯობესა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება საქართველოში.

- არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდით - 1994 წელს დაბადებულთაგან ვინ მიგაჩნიათ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად?

- თუნდაც არაბული. მას ტრავმა რომ არ მიეღო, უკვე საკმაოდ დაწინაურებული იქნებოდა.

ფაქტია, საქართველოს მაღალი კლასის ცენტრფორვარდის დეფიციტი აქვს. გოგიჩაიშვილი, ენდელაძე, სანდოხაძე... ამ ასაკში საინტერესო ფეხბურთელები სხვებიც არიან, თუნდაც "მეტალურგის" მეკარე თებიძე, ვინც ჩეხეთში მიგვყავს "პლზენთან" მატჩისთვის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ

მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა [+VIDEO]

gela
80 იან დინამოელებს როგორ უზომავდნენ აერობულ სისტრაფეს ბატ .კობა
gizo
მართლა არ უნდა ეთქვა ბატონ კობას ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს რაც თქვა მხოლოდ ერთი დეტალია და იმის გარეშე კიდევ რაც უნდა ითქვას ვერ იქნებოდა სწორად გაგებული. იმისათვის კი რომ ყველა დეტალზე ისაუბრო (ფიზ მომზადება ავიღოთ თუნდაც მხოლოდ) ერთი სტატია არ ეყოფა. თუ ადამიანს მართლა უნდა რომ იცოდეს ასეთი საკითხის შესახებ რაიმე,თემატური ერთი პატარა ბროშურა მაინც უნდა წაიკითხოს, თორემ ჟორჟიკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე ერთი სტატიით ვერაფერს აუხსნის საზოგადოებას და ეს ყველაფერი მერე თავისმართლებად და სხვა რაღაცეებად აღიქმება.ერთი მაგალითი - ფეხბურთელებმა არ იციან სირბილი, ანუ სპორტულ სირბილს სწავლა უნდა როგორც სირბილის ტექნიკის, ისე სირბილის ტაქტიკის. აი ხომ სასაცილოა ზოგადად და თითქოს? აბა სირბილი როგორ არ იცის, ისე ვერ დარბის, ვერ ქაჩავს თორემ ცოდნა რად უნდა სირბილსო იტყვის ადამიანი არა? არადა უნდა ცოდნა! ცალკე მწვრთნელიც უნდა მოზარდობის ასაკში და თეორიული სწავლებაც, უნდა ასწავლო, მიეჩვევა და ზრდასრულ ასაკში 18-20 წლისას პრობლემა აღარ ექნება.სირბილი კი არა იმასაც არ ასწავლიან სირბილისას ფეხი როგორ დადგას მიწაზე, ამიტომ ადამიანი ფეხს ისე დგამს, როგორც სიარულისას (რაც ბუნებრივად ხდება). ესეც ერთი დეტალი და ცამოთვალე რამდენიც გინდა იმდენია, ყველაფერი გასასწორებელია მარტო აერობული მაჩვენებელი კი არა?
Geo
კარგით რა თამაში ვერ ისწავლეთ და აბრალებთ აერობულ სიჩქარეს, სულ არ არის აუცილებელი ფეხბურთელმა გახევამდე ირბინოს, ამისთვის სწორი ტაქტიკა და გუნდური თამაშია აუცილებელია.
zurazura
აუ რეებს ბოდავს ეს მელოტი კობა.მაგას ხმა არ აქ ამოსაგები.
Shoda
ავტორს მინდა ვკითხო: როგორ უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა მაღალი კონდიციებს? თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ამისთვის არაფერია საჭირო, საკმარისია ქვეყნის საფეხბურთო დონე იყოს მაღალი და კონდიციებიც მიღწეულია. (მართლა ასე აბსურდული წარმოდგენა გაქვთ ფეხბურთზე?)
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!