გავუსწოროთ სიმართლეს თვალი - აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი ხანია, გადაუსწრო ქართულს
საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ბაქოს "ნეფთჩისთან" შინ 2:2 დაასრულა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი სრულად გაივსო, თუმცა ცალკე საქმეა, იმსახურებდა თუ არა ასეთ ქომაგობას გუნდი.

მას შემდეგ, რაც სამ წუთში ორი გოლი გაიტანეს იმერლებმა აზერბაიჯანელების კარში, ყველას მიეცა იმედი, რომ სასწაულის მოხდენა რეალური იყო, თუმცა სწორედ ამ მეორე გოლის შემდეგ უპირატესობა დათმეს მასპინძლებმა და ბურთზე კონტროლი ბაქოელებს გადასცეს. რამდენიმე წუთში საჯარიმოში კობახიძის შეცდომას გოლი მოჰყვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შემცირდა.

მატჩის წინა დღეს, პრესკონფერენციაზე, "ზესტაფონის" თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, 0:3-ის შემდეგ ჟურნალისტების ადგილზე უფრო კრიტიკული ვიქნებოდიო. მართალიც იყო - ზესტაფონელებს მედიამ თითქოს მიუტევა მარცხი.

არადა, მუდამ იმის ლაპარაკში ვართ, როგორ ვჯობივართ მეზობლებს. ფაქტი და რეალობა კი სულ სხვაა. ადრე თუ სირცხვილი იყო აზერბაიჯანულ კლუბებთან წაგება, ახლა ეს აღარაა სირცხვილი?

ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანელებს ვჯობივართო და იმერლებმა ყურები მაშინვე ჩამოყარეს, როცა წილისყრამ "ნეფთჩი" არგუნა.

პირველ შეხვედრაში დაცვა არადამაჯერებლად გაისარჯა და გუნდი ამის გამო დაისაჯა. განმეორებით შეხვედრაში დაცვის ხაზში ყველაზე გამოცდილი მხოლოდ თეიმურაზ ღონღაძე იყო, დანარჩენი სამი ფეხბურთელის ასაკი კი 19 წელს არ სცილდებოდა.

ბატონო გიორგი, თქვენ მართალი იყავით - ჟურნალისტებმა უნდა გაგაკრიტიკოთ, თქვენ ეს თამაში ტაქტიკურად წააგეთ. სატრანსფერო ბაზარზე პასიურობა უჩვეულო რამაა.

მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ჩემპიონი ხდები და სუსტდები...

ორი შეხვედრის ჯამში, "ზესტაფონმა" ღირსეული ფეხბურთი მხოლოდ განმეორებითი შეხვედრის პირველ ოც წუთში ითამაშა; დანარჩენი დრო მხოლოდ იმას ვუყურებდით, როგორ წვალობდა "ზესტაფონი". მეტად რომ მოენდომებინათ აზერბაიჯანელებს, ალბათ, შეხვედრის მოგებასაც შეძლებდნენ.

კარგია, რომ 18-19 წლის ბიჭებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ, მაგრამ მათ გამოცდილება ეროვნულ ჩემპიონატში უნდა მიიღონ. პირველი შეხვედრის შემდეგ ლაპარაკობდნენ, ნახევარი გუნდი მოედანზე შეშინებული იყოო. თუკი გამოცდილი ფეხბურთელი ნერვიულობს ასეთი საპასუხისმგებლო თამაშის წინ, რა მოუვა გამოუცდელ და ახალგაზრდა ფეხბურთელს?

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ორი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთეულ ფეხბურთელებს ეტყობოდათ მონდომება. განმეორებით შეხვედრაში, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, აუტანელი იყო იმის ყურება, რაც მოედანზე ხდებოდა. ფეხბურთელების უმეტესობას უკვე გათავისებული ჰქონდა, რომ შანსები აღარ არსებობდა.

ასეთი სამარცხვინო შეხვედრის შემდეგ ყველაზე მარტივი გამოსავალი ქართველი გულშემატკივრისთვის ამ თამაშის დავიწყება იქნება. რამდენად ადვილი იქნება, ეს თავად განსაჯეთ. ჩემპიონი "ნეფთჩისთან" შეგვირცხვა, თანაც ისე, რომ ბრძოლისა და ჟინის არაფერი ეტყობოდა.

"ნეფთჩიდან" გუნდის კაპიტანზე, რაილ მალიქოვზე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ. ის ერთადერთი იყო, რომელიც მატჩამდე ყველაზე მოკრძალებულ შეფასებებს აკეთებდა; ერთადერთი იყო, რომელმაც ბაქოში ქართველ ქომაგს ტაში დაუკრა; ერთადერთი იყო, რომელმაც თამაშების წინ "ზესტაფონელთა" კაპიტანს უთხრა, რომ ღირსეულს გაემარჯვა ამ შეხვედრებში და მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.

როგორც ვთქვით, ქართველ ფეხბურთელთაგან განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ რამდენიმეს ეტყობოდა მონდომება. უპირველესად, ეს დავით მუჯირსა და ჯაბა დვალზე ითქმის.

გავუსწოროთ სიმართლეს თვალი - აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი ხანია, გადაუსწრო ქართულს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები

ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]

ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

dudu
კოკაია ფეხბურთს უყურებს, როგორც ბიზნესს, რაც ნორმალურია. არანორმალური კი ისაა, რო იცის, რა წუმპეცაა ეს ქართული ფეხბურთი და არაფერს ამბობს. არც სჯერა რო რამე შეიცვლება და არც უნდა. აბა, რა ვიფიქროთ? ან, ეშინია. უფრო, ეშინია. გუნდი კი იმიტო არ გააძლიერა, რო იცის, როგორც ყველა სხვამ: წელს ჩემპიონი უნდა გახდეს გორი. ჰოდა, რაზე ყაროს ფული ფეხბურთელებში? მეორე-მესამე აგილზე ისეც გავა.
azazello
ეს თამაშები ორივე გაყიდული იყო. ზესტაფონმა და კოკაიამ დიდი ფული გააკეთეს ტოტალიზატორებში და ალბათ სხვაგანაც, ამაში დარწმუნებული ვარ!
zurazura
კოკაია რაც არის ის გუნდი ყავს.საპონი უნდა ცაესვა პირველი ტამასჰის მერე ერტ ადგილას.ყველა გაუსჰვა ვინც ცესიერი იყო.სირცხვილია ესეტი გუნდი რო არსებობს საერტოდ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა