ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თავისუფალი თემა: ფერი და ფერომონი

თავისუფალი თემა: ფერი და ფერომონი

ბოლო დროს "დინამო" კარგად ვეღარ ბურთაობს, "დინამოს" ლოგოს კი აბურთავებენ
პირველი არ ვარ, ვინც ამბობს, რომ უმნიშვნელო რაღაცები არ არსებობს. ცხადია, ასეა ფეხბურთშიც, სადაც ემოციური ფონი ძალიან დიდია, უკიდეგანოა მისი გავლენა ადამიანებზე. ამ დიდი გრავიტაციის შექმნას კი ცოდნა უნდა.

ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელია, ისევე, როგორც სკოლაში მასწავლებელი და თეატრის სცენაზე მსახიობი.

მაგრამ არსებობენ დანამატებიც, რომლებიც აძლიერებენ გრავიტაციას ადამიანებს შორის და უსულო საგნებსა და ადამიანებს შორის. ეს შეიძლება იყოს ატრიბუტიკაც.

საფეხბურთო კლუბისთვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტიკა კი მისი ლოგოა; კიდევ, ტრადიციული ფერები. ფერებსა და ლოგოს კი პატარა ძალა როდი აქვს. მე თუ მკითხავთ, ლოგო და ფერი ის ფერომონია, რომელსაც კლუბი გამოყოფს.

ზოგადად, ფერომონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც გამოყოფენ სულიერი საგნები, რა თქმა უნდა, ადამიანებიც. ფერომონები გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და ფსოქოლოგიაზე. ფერომონი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს - ზოგი ფერომონი განგაშსა და სიგნალს აძლიერებს; არსებობს სასიყვარული ფერომონებიც. დიდი და ამოუცნობია ფერომონის ზემოქმედების ძალა.

ფერომონი საინტერესო ნივთიერებაა ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ამ ჯადოთიც შეასხან ხორცი ადამიანის ძნელად მიმოსახილავ ბუნებას.

არის სხვა მეცნიერული გრძნეულობანიც. ერთ-ერთი ფსიქოლოგის სტატიაში წავიკითხე ევოლუციური მახის შესახებ. თურმე, ოდითგანვე ისე ყოფილა, რომ გამხდარი ქალი ფერხორციანზე ბევრად უფრო რეპროდუქტიული გახლდათ, ბევრად უფრო განვითარებული ჰქონია ჰორმონალური სისტემა. ამ ყველაფერმა კი მახეში მოაქცია მამაკაცი. ადამიანმა ევოლუცია განიცადა, მამაკაცს კი სტერეოტიპულად ჩამოუყალიბდა შეხედულება - გამხდარი ქალი ფერხორციანზე უკეთესია.

გემოვნებაზე სწორედაც რომ დავობენ, თუმცა ფაქტია, რომ ტანკენარი ქალი ახლაც ბევრად უფრო რესპექტაბელურია მამაკაცთა თუ ქალთა საზოგადოებაში.

შეხედულებები ყალიბდება ფეხბურთშიც, რომელიც ვეღარ ვითარდება რევოლუციურად და ვითარდება ოდენ ევოლუციურად. აქაც საჭირო ხდება რაღაც მახეების დაგება მიზიდულობის შესანარჩუნებლად და გასაღვივებლად. რაღაც სულ უნდა იყოს და არ იცვლებოდეს, ყველაფრის შეცვლა წარმოუდგენელია.

"დინამო" იყო, არის და იქნება, რადგან ამაზე უკეთესი ქართველებს ფეხბურთში ჯერ არაფერი შეგვიქმნია.

ბოლო დროს "დინამო" კარგად ვეღარ ბურთაობს, "დინამოს" ლოგოს კი აბურთავებენ.

საქართველო და ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა და "დინამოს" ლოგოც შეიცვალა; "დინამო" ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა და "დინამოს" ლოგო ისევ შეიცვალა; "დინამო" რომან ფიფიამ იყიდა და ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა.

რა გინდა, რა, ლოგოს გამოუჩნდება ოფიციალურად დასაბუთებული და განმარტებული ვერსია, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუწყობს ვერც ფერომონის გამოყოფას და ვერც ევოლუციური მახის დაგებას. ეს რაღაც გაუგებარ ბრძოლას ჰგავს მთელ ამ ფსიქოლოგიურ სიტკბოებაში.

ფსიქოლოგები კლუბებსაც სჭირდებათ - დასკვნების გაკეთება ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ საკუთარი აზრის გამომზეურება, ვგონებ, ნებადართული გვაქვს.

საფეხბურთო კლუბი ნიადაგ უნდა მოქმედებდეს ფსიქოლოგიურად გულშემატკივარზე, რათა მუდმივ გრავიტაციაში ამყოფოს მასთან. ეს სულაც არ არის მაღალ მატერიებზე ლაყბობა - ძალიან ჩვეულებრივი, ოღონდაც ცოტათი მეცნიერული საკითხია.

ქვეყანა გამეცნიერდაო, ხომ გაგიგიათ?..

"დინამოს" ახალ ლოგოზე ბორდოსფერი რკალი გამოჩნდა. გუნდის სათამაშო ფორმაც ასეთნაირად დაიფერა. სიახლეები, იცოცხლეთ, დიდებულია, ოღონდაც ტრადიციული კლუბის ტრადიციული ფერების შეცვლის რა მოგახსენოთ.

გამოუჩნდება "დინამოს" კიდევ ახალი პატრონი და მერე მასაც დაარწმუნებენ იმაში, რომ არსებული ლოგო არ ვარგა და ახალია საჭირო; რომ კლუბის ლოგო უკვე ბევრჯერ შეიცვალა და დიდი რამე, თუ კიდევ შეიცვლება; ეს ფერომონები და ევოლუციური მახეები კი დიდი სისულელეა და მეტი არაფერი, ფსიქოლოგია კი სულაც არაფრის მომცემი, ზედმეტი, გამოგონილი მეცნიერებაა - ალბათ, აქეთკენ მივდივართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა

• amfibia

პირდაპირ უნდა იტქვას,საზიზღარი ლოგოა,არამგონია დინამოს რომელიმე ფანს ეს ანომალია მოსწონდეს

• Walkabout

რა თქმა უნდა გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე ჩემი აზრით ეს ლოგო დელფინარიუმს უფრო მოუხდებოდა ვიდრე დინამოს... აქ ფერზე და დიზაინზე მეტად გასაკვირი არის ლოგოს შუაგულში არსებული რუსული დ, რატომ უნდა ჰქონდეს ქართულ კლუბს საბჭოთა პერიოდის საპორტსაზოგადოების სიმბოლო ლოგოდ?

• levani

არ მომეწონა. ვიცი რომ დინამოს მესვეურებს ჩემი აზრი არ დააინტერესებს, მაგრამ ცოტა პატივისცემა კი უნდა გამოეჩინათ და გულშემატკივრის აზრი ეკითხათ. დინამო ცოტა სხვა რამეა და ერთი კაცის ჭკუით ჭრაკერვა არაა საკადრისი საქციელი.

• ika

თეთრი და ლურჯი მშვენივრად გამოიყურებოდა, ეს წითელი ფერი ძაან უშნოა :)

• dudu

პათოსს და ძირითად აზრს ვეთანხმები. "ერთ-ერთი ატრიბუტიკა" რა ქრთულია? ატრიბუტიკა კრებითია და მრავლობითშია. ერთი ატრიბუტი. ეგ რკალი კი არა, წრეწირია:)

• boldozera

წინა სეზონში დინამოს ძაან ლამაზი ფორმა ჰქონდა თეთრ-ლურჯი. ეს რა ბალაგანია. ან ლოგოს შეცვლა რა მეტიჩრობაა?

• zurazura

აუ ეგ წიტელი პორმა ხალიტია.რას გავს

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა