ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ბრიტანეთის მთავრობა აძლიერებს ლონდონში უსაფრთხოების ზომებს
ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ბრიტანეთის მთავრობა აძლიერებს ლონდონში უსაფრთხოების ზომებს.

კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დამატებით 1200 ჯარისკაცი გამოჰყო ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებისთვის. მანამდე იგივე მისია დაეკისრა 3500 სამხედრო მოსამსახურეს.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედროების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იმ კერძო ფირმამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ საკითხების მოგვარებით, საკონტრაქტო ვალდებულებები არ შეასრულა. კერძოდ, მან ვერ შეძლო საჭირო რაოდენობის მცველების მობილიზება.

ბრაზილიამ ძირითადი მეკარე დაკარგა

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა - ბრაზილიის ნაკრებმა, ძირითადი მეკარე რაფაელ კაბრალი დაკარგა. "სანტოსის" გოლკიპერმა ტრავმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ბრაზილიელთა დამრიგებელმა მანუ მენეზეშმა უკვე გამოაცხადა, რომ რაფაელს ძირითად შემადგენლობაში სარეზერვო მეკარე, "ფიორენტინას" წევრი ნეტუ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ ორი დღის წინ საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა ბრიტანეთის ნაკრების წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა.

ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპს ბრაზილია ხვალ, ეგვიპტესთან მატჩით გახსნის. C ჯგუფში მისი მეტოქეები ასევე არიან - ბელარუსი და ახალი ზელანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა