გერმანულმა ინტერნეტპორტალმა "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა პირობითი სატრანსფერო ფასები განაახლა
გერმანულმა ინტერნეტპორტალმა "ტრანსფერმარკტმა" ყველა კლუბის შემადგენლობა განაახლა და შესაბამისად, განახლებულია ფეხბურთელთა პირობითი სატრანსფერო ფასები.

საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონის" შემადგენლობაში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ისევ რჩება ახალგაზრდა, 23 წლის კიპერი როინ კვასხვაძე, რომელიც 700 ათას ევროდაა შეფასებული. მას 500 ათასი ევროთი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი და გუნდის მთავარი მეგოლე ჯაბა დვალი მოჰყვება. სწორედ ამ ფეხბურთელების ფასია ყველაზე სოლიდური ჩემპიონის რიგებში.

400 ათას ევროდ გამოცდილი დავით მუჯირი და გიორგი ხიდეშელი არიან შეფასებულნი. ეს უკანასკნელი დიდი ხანია, ტრავმას იშუშებს და იმედია, მალე დაუბრუნდება მოედანს.

მუჯირსა და ხიდეშელს მცირედით ჩამორჩება თორნიკე გორგიაშვილი, რომლის სატრანსფერო ფასიც 375 ათასი ევროა. 300-300 ათასი მამუკა კობახიძის, ზაალ ელიავასა და თეიმურაზ ღონღაძის ფასია.

საერთო ჯამში, ზესტაფონელთა სატრანსფერო ფასი 6 მილიონ 75 ათასი ევროა.

საინტერესოა ბაქოს "ნეფთჩის" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებიც. ვობაი, რომელმაც "ზესტაფონს" ორივე მატჩში გაუტანა, 600 ათასი ევრო ღირს. იმამვერდიევის სატრანსფერო ფასი 250 ათას ევროს არ სცილდება. რაც შეეხება კანალესს, რომელმაც ბაქოურ შეხვედრაში წერტილი დასვა, ისიც 600 ათასი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Maka
ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს იკა! ჟინი გინდა რო დაინახო დ. 2000 უხდი და იმასაც ამადლი რა ჟინს ითხოვ? კოკაიამ ვერ გაიგო რო Fეხბურთელს უნდა გადაუხადოს! ფეხბურთი ისეთი სპორტია 30წლამდე კაპიტალი უნდა დააგროვო რო მერე იმითი იცხოვრო. ჯერ რონელ კრიზისზე ლაპარაკობს გერმანელი რო დაიმატა და სხვა ლეგიონერებს რო სინჯავს რითი უხდის? აქ ეგრეა ქართველს არ აფასებენ და ვიღაცა რო ჩამოყავთ რომელიც ვერც მივა ჩვენ ფეხბურთელთან 2ჯერ მეტს უხდიან. ზესტაფონის გუნდი დაიშალა კოკაიას ჟმოტობის გამო ვსო
ika
რა მნიშვნელობა აქვს რამდენს უხდიან ზესტაფონის ფეხბურთელებს და რამდენს ნეფთჩის ფეხბურთელებს, ელემენტარული თამაშის დროს ჩვენ ფეხბურთელებს ჟინი და მონდომება არ ეტყობათ. ისე თამაშობენ თითქოს ამხანაგური თამაში იყოს. ქართველი ხარ და ჟინი, მონდომება და თავდადება მაინც ანახე გულშემატკივარს და წააგებ თუ მოიგებ გულშემატკივარი დაგიფასებს!!!
dudu
მეტისმეტ ყურარღებას ნუ მიაქცევთ მაგ პირობით ფასებს. და ისიც დაგეწერათ, რამდენი აქვთ ბაქოელებს ხელფასები და რამდენი _ ზესტაფონელებს. მე გეტყვით მხოლოდ, რომ წელიწადში $ 1.5 მლნ.აქვთ ზოგიერთ ლეგიონერებს ბაქოში.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა