იულიანა (იულიანუ) სემიონოვა ლეგენდად იქცა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა თამაშობდა რიგის ტტტ-სა და სსრკ-ს ნაკრებში
იულიანა (იულიანუ) სემიონოვა ლეგენდად იქცა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა თამაშობდა რიგის ტტტ-სა და სსრკ-ს ნაკრებში. ის არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ევროპის ათგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1976, 1980), სსრკ-ს თხუთმეტგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის თერთმეტგზის მფლობელი. 1988-89 წლებში თამაშობდა ესპანეთისა და საფრანგეთის გუნდებში.

იულიანა სემიონოვა საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის ფიბა-ს ღირსების დარბაზშია შეყვანილი, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ქალი კალათბურთელი.

მას ლატვიის მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი კალათბურთელის ტიტული მიენიჭა, 1988-92 წლებში იყო ლატვიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1991 წლიდან - ლატვიის ოლიმპიურ სოციალურ ფონდს ხელმძღვანელობდა.

რიგაში ჩასვლის წინ თბილისიდან დავურეკე. მითხრა: საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ტკბილი მოგონებები მაქვს. ინტერვიუსთვის არ მცალია გადატვირთული გრაფიკის გამო, მაგრამ, როცა ჩამოხვალთ, შეგხვდებით და ცოტა ხანი ვისაუბროთო.

შეხვედრა 11 ივლისის საღამოს, რიგის არენაზე შედგა, ვეებერთელა სპორტკომპლექსში, სადაც ლატვიისა და ფინეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ლატვიამ ანგარიშით 80:47 დაამარცხა ფინეთი და შესარჩევი ჯგუფიდან იტალიასთან ერთად 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩვენი საუბარი ქალბატონ ულიანასთან გაგრძელდა სულ რაღაც 10 წუთი, მან თავისი გრძელი ხელებით გასწია ყველა ირგვლივ მყოფი ინტერვიუერი და თაყვანისმცემელი - მაცადეთ, ეს კაცი საქართველოდანაა ჩამოსული, თქვენ მერე გაგესაუბრებითო. მსოფლიო კალათბურთის ლეგენდამ გვითხრა:

- ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში, თბილისსა და სოხუმში. შემოვლილი მაქვს მსოფლიო, მაგრამ ასეთი გულწრფელი სიყვარული და სითბო, რაც საქართველოში ვიგრძენი არსად მიგვრძნია.

სპორტსმენები, ჟურნალისტები, თანამდებობის პირები და ქომაგები ყველა ქვეყენაში მაქებდნენ, სიყვარულს მიხსნიდნენ, მაგრამ საქართველოში ამას სულ სხვა სითბო და სხვა ფორმა ქონდა - ბევრად გულწრფელი, სანახაობითი და შთამბეჭდავი.

ისე, ჩემს თანაგუნდელებს ტტტ-სა და ნაკრებში ძალიან უკვირდათ და იმავდროულად უხაროდათ, როცა მათთან ერთად შევდიოდი თბილისის რესტორანში ან მაღაზიაში იქ ჩემი ხათრით ან უფასო იყო ყველაფერი, ან - ნახევარფასში.

- ქალბატონო იულიანა, მე სოხუმელი გახლავართ.

- გეტყობათ, მაისურზე, გისმენთ...

- მასხოვს 80-იანი წლების დასაწყისში, ხშირად ჩამოდიოდით ეშერაში (სოხუმის რაიონი) ოლიმპიურ ბაზაზე. ერთხელ შევესწარი ასეთ სცენას: სოხუმის ცენტრალურ ბაზარში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ყიდულობდით პროდუქტებს.

დახლების მთელი მწკრივი გთავაზობდათ: ძვირფასო, ჩემთან მოდი, თქვენთვის ყველაფერი უფასოა, ჩემგან წაიღეთო. თქვენ მოგერიდათ და გსურდათ ბაზრიდან გასვლა, მაგრამ ხელცარიელი არ გაგიშვეს და საჩუქრებით დახუნძლული გამოხვედით ბაზრიდან.

იმ დროს დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, მსურდა თქვენთან ინტერვიუს აღება, პირდაპირ ბაზრის ტერიტორიაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის, არ გეცალათ.

- ახლა ხომ შევხვდით (იღიმება).

- კი, მაგრამ ჩემთვის სოხუმში გადაღებული სურათი ბევრად ძვირფასი იქნებოდა.

- ახლა გადავიღოთ, მზად ვარ: თავის დროზე სოხუმში ბევრი სურათი გადამიღეს, ჩემს არქივში უნდა მოვძებნო.

მსურს გადავცე მოკითხვა ქართველ კალათბურთელებს, ქომაგებს, ყველას ვისაც ვახსოვარ...

ამ დროს ლატვია-ფინეთის შეხვედრა დაიწყო და ლეგენდარულ პიროვნებას მშობლიური ნაკრების თამაშის თვალის დევნებაში ხელს ვაღარ შევუშლიდი. მატჩს ძალიან კონცენტრირებულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე უყურებდა. გამარჯვების შემდეგ სიხარული არ დამალა და ფეხზე ადგომით (მისთვის რთულია მკვეთრი მოძრაობის შესრულება) და აპლოდისმენტით გააცილა ლატვიის გუნდი.

ასე დავემშვიდობეთ ქალბატონს, რომელსაც მარტში 60 წელი შეუსრულდა. იგი გაიზარდა ლატვიის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ მედუმში. მისი ნათლობის სახელი არის იულიანუ, თუმცა საბჭოთა პერიოდში პასპორტში გააფორმეს როგორც იულიანა. მას სახელით არც მაშინ და არც ახლა არავინ მიმართავს - მოფერებით "ლასტოჩკას" (მერცხალა) ეძახის. ამ ლატვიელი "მერცხალის" სიმაღლე 210 სანტიმეტრია (ფეხის ზომა - 50).

თენგიზ პაჭკორია

რიგიდან სპეციალურად "ლელოსთვის"

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა