იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად წერენ, რომ კაკას თაობაზე, მილანელებსა და მადრიდელებს შორის შეთანხმება მიღწეულია
დღე არ გავა, რომ კაკას "მილანში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ლომბარდიელებსა და მადრიდელებს შორის რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ეს თვით ადრიანო გალიანიმ დაადასტურა და იქვე დაამატა, რომ რიკის გადაბირება მისი პრიორიტეტული მიზანი იყო.

სენიორ ადრიანომ ისიც დაამატა, რომ მილანელთათვის ყველაზე მისაღები საიჯარო ხელშეკრულება იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის პერსპექტივით...

ერთი ხანობა მადრიდელები დადებითი პასუხისკენ იხრებოდნენ, თუმცა შემდეგ საქმეში ამერიკული გუნდი "ნიუ იორკ რედ ბულსი" ჩაერია და ყველაფერი თავდაყირა დადგა - ამერიკელებმა 30 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაამზადეს და მადრიდელთა გულებიც მოიგეს. თუმცა, მილანელები რომ ასე იოლად არ დანებდებოდნენ, ცხადი იყო. მოვუსმინოთ ადრიანო გალიანის:

"კაკას გადაბირება ჩვენი უმთავრესი საზრუნავია და ბუნებრივია, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

მართალია, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება გვსურდა, მაგრამ არც სრულფასოვან კონტრაქტზე ვიხევთ უკან - მადრიდელებს რიკის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო შევთავაზეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მალე შედგება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ კაკა "როსონერიში" იასპარეზებს".

იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად წერენ, რომ კაკას თაობაზე, მილანელებსა და მადრიდელებს შორის შეთანხმება მიღწეულია - "გაძეტა დელო სპორტმა" ისიც კი დაწერა, რომ რიკი თითქმის "მილანელია". ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა