იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას და გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას და გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას.

აპენინურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამტკიცდა, რომ 2004 წელს ჩატარებული "ჯენოა"-"ვენეციის" შეხვედრა ჩაწყობილი იყო და ამაში მთავარი დამნაშავე გენუელთა პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი გახლდათ.

მაშინ "ჯენოა" სერია B-ში ასპარეზობდა და ელიტაში გადასასვლელად იბრძოდა. ფედერკალჩომ და ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა სასჯელი გამოიტანეს, რომელსაც მსუბუქს ვერ დავარქმევთ, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა...

მოკლედ, ენრიკო პრეციოზის 4-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ქვეყნის დატოვება ეკრძალება და თუ მისი ბრალეულობა სხვა საეჭვო მატჩებთან დაკავშირებითაც დამტკიცდა, სასჯელი დამძიმდება.

თავისი სასჯელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამაც გამოიტანა და პრეციოზის ნახევარი სეზონის განმავლობაში საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა აუკრძალა. ანუ ექვსი თვე სენიორ ენრიკო ვერცერთ თამაშს ვერ დაესწრება. პრეციოზის თქმით, გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს:

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომელსაც არავინ შეცვლის - ამიტომ გასაჩივრების აზრს, უბრალოდ, ვერ ვხედავ. რატომ არ შეცვლიან? - იმიტომ, რომ ჩემი პირდაპირი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.

გულშემატკივრები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა მათ, რომ ეს ყველაფერი კლუბის განვითარებას და გაძლიერებას ვერ შეაფერხებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა