სკანდალის კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება რეგლამენტის ცვლილების შესახებ
სკანდალის კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება რეგლამენტის ცვლილების შესახებ.

ამიერიდან პლაჟის ფრენბურთში ბიკინის მოკლე შარვლები და ე. წ. ტოპები შეცვლის.

ჩინოვნიკებმა ქალ ფრენბურთელებს არ დაუტოვეს უფლება - თავად აირჩიონ სათამაშო ფორმის ვარიანტი. როგორც სააგენტო AP წერს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ტურნირზე წარმოდგენილი ერების ტრადიციებისადმი პატივისცემის ნიშნად".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პირდაპირ ემუქრება პლაჟის ფრენბურთის, როგორც სპორტის სახეობის, პოპულარობას. ბიკინი ქალი ფრენბურთელების ძირითადი სათამაშო ფორმა იყო და სწორედ ამის წყალობით მოიპოვა ამ სახეობამ მსოფლიო აღიარება.

ამასთან, სპორტსმენებს არავინ აიძულებდა ასეთ თამამ ფორმაში მოედანზე გასვლას - მათ თავად შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ საცურაო კოსტიუმსა და უფრო დახურულ ტანსაცმელს შორის. ახალი ინიციატივა კი პირდაპირ ართმევს მათ ფორმის არჩევის უფლებას.

თანაც, ღია ტანსაცმელში თამაში უფრო მოსახერხებელია. პლაჟის ფრენბურთში, უმეტესად, ღია ცის ქვეშ, სიცხეში თამაშობენ. ამიტომაც აუცილებელია, რომ კუნთები მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და არ მოექცეს ზედმეტი სითბოს ქვეშ.

საერთო ჯამში კი, სპორტის ეს სახეობა ჩვეულებრივი ფრენბურთისგან, წესების გარდა, განსაკუთრებული ატმოსფეროთიც განსხვავდება.

შემთხვევითი არ არის, რომ პლაჟის ფრენბურთელებს ერთ დიდ ოჯახს უწოდებენ. ისინი, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდიან სხვადასხვა ტურნირზე და ხშირად სხვადასხვა ნაკრებს ერთი და იგივე მწვრთნელი ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პლაჟის ფრენბურთი არასექსუალური ხდება!

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა