წლეულს, 4 ნოემბერს საქართველოში ფიგურული ციგურაობის დანერგვიდან 50 წელი შესრულდება...

წლეულს, 4 ნოემბერს საქართველოში ფიგურული ციგურაობის დანერგვიდან 50 წელი შესრულდება. ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისში იყო ერთადერთი, თანაც არასტანდარტული საციგურაო, რომლის კედლებში პირველი ქართველი მოციგურავე ქალის მარინა ცერცვაძის სახელობის თბილისის მერიის ბავშვთა სპორტსკოლა გაიხსნა. ამ კერაზე აღიზარდა თაობები, რომლებიც ყველა რანგის ასპარეზობაში გამოდიოდნენ და არცთუ ურიგოდ. წლეულს ახალი საციგურაო მოედნები გაჩნდა ბათუმსა და ზუგდიდში, სპორტის ეს სახეობა ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც სასწავლო პროგრამით. ცხადია, დღის წესრიგში კვლავ რჩება თბილისში საერთაშორისო სტანდარტების და შესაბამისი ინფრასტრუქტურით ყინულის სასახლის მშენებლობის აუცილებლობა. ამ და სხვა საკითხებზე გუშინ ზემოხსენებულ საციგურაო სკოლაში ეროვნული ასოციაციის აღმასკომის სხდომაზე ანგარიში წარადგინა ასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჯაფარიძემ, რომელიც 8 წელიწადი ედგა სათავეში ამ ორგანიზაციას. იგი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, ასოციაციის ხელმძღვანელობაში მოვიდნენ ახალი კადრები და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად შესაძლებლობების გაფართოების გზით მიაღწიონ ახალ წარმატებებს. ირაკლი ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას და განაცხადა, რომ მზადაა, ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი ახალ პრეზიდენტს დაუთმოს. არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას მხოლოდ ერთი კანდიდატი გამოეხმაურა _ მაკა გიორგობიანი, რომელიც ყოფილი მოციგურავე და მწვრთნელია, ამჟამად კი ბიზნესში საქმიანობს.

აღმასკომმა დააკმაყოფილა ირაკლი ჯაფარიძის თხოვნა და ახალ ხელმძღვანელად ერთხმად აირჩია ქალბატონი მაკა გიორგობიანი. ირაკლი ჯაფარიძე საპატიო პრეზიდენტად დაამტკიცეს. იგი ამავე დროს საციგურაო სპორტსკოლის დირექტორია.

აღმასკომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი, ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი დევი სირაძე და სეოკ-ის სპორტული დირექტორატის წევრი გიორგი ესაკია.

თენგიზ თომაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა