ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: დღეიდან მსოფლიო ოლიმპიურ ენაზე ალაპარაკდება

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: დღეიდან მსოფლიო ოლიმპიურ ენაზე ალაპარაკდება

აქ ყველა იმედოვნებს, რომ საქართველოს ოლიმპიელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ
ლონდონის ოცდამეათე თამაშები - ერთგვარად საიუბილეოა. თუმცა 1896 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ზაფხულის ოლიმპიადა 30-ჯერ არ გამართულა - სამჯერ: 1916, 1940 და 1944 წლებში პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიზეზით არ შედგა, თუმცა ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, ამით არ დარღვეულა თამაშების აღრიცხვის რიგითობა.

ამაყი ბრიტანელები

ლონდონი უკვე მესამედ მასპინძლობს მსოფლიო ოლიმპიურ ფორუმს და ბრიტანელები ამით დიდად ამაყობენ. 1908 წელს, როცა ამ ქალაქში თამაშები პირველად ჩატარდა, ასპარეზობაში ჩაება 22 ქვეყნის 2407 სპორტსმენი, გათამაშდა მედლების 110 კომპლექტი. ეს იყო IV ოლიმპიადა.

გავიდა 40 წელიწადი და ლონდონში კვლავ შეიკრიბნენ მსოფლიოს რჩეული ათლეტები. ამჯერად უკვე - ახალაშენებულ გრანდიოზულ "უაით სიტზე", სტადიონზე, რომელიც იმ დროისთვის რეკორდულ რაოდენობას, 100 ათას მაყურებელს იტევდა.

რიგით XIV იმ თამაშებში უკვე მონაწილეობდა 4104 სპორტსმენი მსოფლიოს 59 ქვეყნიდან. გათამაშდა მედლების 136 კომპლექტი.

და აი, ახლა, უკვე მესამედ ეწვია ლონდონს ზაფხულის ოლიმპიადა. სამჯერ ჯერ არცერთ ქალაქს (ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნით, თამაშების მასპინძელი ქალაქია მხოლოდ და არა ქვეყანა) არ მიუღია ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება. ლონდონში ახლა 204 ქვეყნის 11 ათასამდე ათლეტი იბრძოლებს სპორტის 28 სახეობაში წარმატებისთვის.

ვინ მეტ მედალს მოიპოვებს და ვინ მეტ ჩემპიონსა და პრიზიორს მიითვლის, ამას 12 აგვისტოს, ოლიმპიადის ბოლო შეჯიბრების დამთავრებისთანავე შევიტყობთ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა ცნობილმა გამოცემამ, "USA todey"-მ საქართველოს ხუთი მედლის მოპოვება და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 37-ე ადგილი მიაკუთვნა.

ცხრილის სათავეში ამერიკაა მითითებული 88 მედლით (ოქრო - 41, ვერცხლი - 20, ბრინჯაო - 27), მეორეზეა ჩინეთი (34, 35, 25), მესამეზე - რუსეთი (21, 27, 33). ხსენებული გაზეთის ვარაუდით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტ მედალს (6, 7, 6) მოიპოვებს აზერბაიჯანი და მე-13 ადგილზე გავა.

საქართველოს, ამ გამოთვლით, გაუსწრებენ აგრეთვე ყაზახეთი (6, 2, 4) - მე-15 ადგილი, უკრაინა (5, 6, 7), რომელიც ზუსტად მედლების იგივე ხარისხით და რაოდენობით მე-16 ადგილს გაიყოფს კანადასთან; 21-ე - ბელარუსი (4, 5, 7), 34-ე - უზბეკეთი (2, 1, 5)... შემდეგ მოდის საქართველო.

ჩვენ ჩამოგვრჩებიან: ლიტვა - 51-ე (0, 3, 1); სომხეთი - 52-ე (0, 2, 2); ლატვია - 68-ე (0, 0, 1). დანარჩენები - სულ 204-დან 68 ქვეყანა ხვდება მედალოსანთა სათვალავში.

ვნახოთ, ჩვენები უკეთესის მოლოდინში არიან. ისე, ნამდვილად საინტერესო თემაა განსჯისთვის (სრულად პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ "ლელოს" 12 ივლისის ნომერში. იხილეთ ვრცლად).

ბარემ აქვე ვიტყვით, რომ XV ოლიმპიადიდან (1952 წ) მოყოლებული, ჩვენთვის ეს ოლიმპიადა მეთხუთმეტეა - ცხადია, არ შედის სათვალავში ლოს-ანჯელესის (1984 წ) თამაშები, სადაც საბჭოთა კავშირი საპასუხო ბოიკოტით არ ჩავიდა. დამოუკიდებლად კი, იცით, ზაფხულის თამაშებში საქართველოს სპორტსმენები 1996 წლიდან (ატლანტა) მონაწილეობენ.

ახლა კი ლონდონისკენ გამგზავრებულ ჩვენს ოლიმპიელებს ჩავუდგეთ კვალში.

გასტუმრება...

საქართველომ თავისი რჩეული სპორტსმენები და მათი თანმხლებნი ლონდონში XXX საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებში საასპარეზოდ 25 ივლისს, საღამოს გაისტუმრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით.

თვითმფრინავმა რამდენიმე საათში ძირითადი დელეგაციის კრებული ჩაიყვანა ოლიმპიადის დედაქალაქში. ჩასულთა გზები აეროპორტიდანვე დაბინავების მიმართულებით გაიყარა, მაგრამ ყველა ერთად ოლიმპიურ სოფელში ჩვენი ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიალზე მეორე დღეს კვლავ შეიკრიბა.

ეს ტრადიციული რიტუალი თამაშების შემადგენელი ნაწილია, რაც უდავოდ ამაღლებს საერთო განწყობას და ალამაზებს ოლიმპიადას.

სასიმოვნოდ გაგვახსენდა საქართველოს ოლიმპიური მოძრაობისთვის ისტორიული 1994 წელი - ზამთრის ოლიმპიურ თამაშები ლილეჰამერში - დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველოს ოლიმპიური დებიუტი. სწორედ მაშინ, ოლიმპიადაზე, პირველად აფრიალდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა. დღეს უკვე დიდ სპორტულ სარბიელზე საქართველოს ოლიმპიელთა ახალი თაობა დაიცავს სამშობლოს ოლიმპიურ ღირსებას.

ჩასვლა...

საქართველოს ძირითადი დელეგაციის გამგზავრებიდან რამდენიმე საათში, ფაქტობრივად, უკვე 26 ივლისს, დილით ადრე, სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი კიევის გავლით ჩავედით ლონდონში.

დელეგაციების მიღებას თამაშების მასპინძელი ქვეყნის რამდენიმე აეროპორტი ემსახურება. "ჰითროუ" და მხოლოდ ამ ერთში - უშუალოდ აეროპორტის დაკანონების შესაძლებლობა, მაგრამ, ცხადია, მათთვის, ვისაც შესაბამისი საბუთი ჯიბეში უდევს. ეს კი ოლიმპიადაზე აკრედიტაციის ნებართვაა, რომელიც შენი ქვეყნიდან გასვლის და იმავდროულად, სხვა ქვეყანაში შესვლის ვიზის ფუნქციასაც ასრულებს.

სხვა აეროპორტებში ჩასულებს საორგანიზაციო კომიტეტში ან უშუალოდ ოლიმპიურ სოფელში, ჟურნალისტებს კი მთავარ პრესცენტრში უწევთ დარეგისტრირება. ჩვენ ლონდონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ "გეტვიკის" აეროპორტში ჩავფრინდით. აქ არ შეგვხვედრია არანაირი პრობლემა. კომფორტი კი, თბილისისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

მაინც რა მოხდა თბილისში? მოხდა ის, რაც არა გვგონია, ოლიმპიადის მონაწილე 200-ზე მეტი ქვეყნიდან სხვაგან მომხდარიყო. ჩვენამდე ერთი დღით ადრე, კიევის იმავე რეისით რამდენიმე ჟურნალისტი მიემგზავრებოდა ლონდონში. თბილისის აეროპორტში აკრედიტაციის საბუთი ვიზად არ ჩათვალეს და ჩვენმა კოლეგებმა დილაადრიან სეოკ-ის თანამშრომლები შეაშფოთეს ტელეფონის ზარით.

ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ აეროპორტის მავან მუშაკთა გულგრილობით არ გაუფრთხილებიათ კონტროლიორები. სხვათა შორის, პატარა გაუგებრობაში ჩვენც მოვხვდით, მაგრამ წინა დღის ამბავი რომ შევახსენეთ, ვითარება აღარ გაუმწვავებიათ.

მოლოდინი...

უკვე ვთქვით, რომ თბილისიდან დაძრულებს არც კიევის, არც ლონდონის აეროპორტებში არანაირი პრობლემა არ შეგვხვედრია - სააკრედიტაციო ბარათი ყველგან მწვანე შუქს გინთებს, ზედმეტი დრო არაფერში გეკარგება. დიდი ხანია, ეს კარგად აპრობირებულ პროცესად ჩამოყალიბდა.

ოლიმპიადის მასპინძლის განცდა უკვე ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე აგედევნება და მიგყვება ბოლომდე. მთავარია, რა განცდებით და შთაბეჭდილებებით შეაბიჯებ ბოლოს ისევ ტრაპზე, უკან დაბრუნებისას. ყველა მასპინძელი ცდილობს, ეს იყოს დადებითი ემოციები და დაუვიწყარი მოგონებები. თუმცა ზოგს გამოსდის, ზოგს არა; ყოველ შემთხვევაში, არაერთგვაროვანია საზომი.

გამოცდილებით ვიცით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია, ძირითადად, ქვეყნის ტრადიციებზე, სტუმართმოყვარეობის ეროვნულ ფენომენზე, თორემ უსაფრთხოების ზომები თითქმის ყველგან სტანდარტულია და მკაცრ კანონებს ემორჩილება.

პირველი სტარტი

ყველაზე ადრე, ოლიმპიადის გახსნის დღეს, საქართველოდან ქრისტინე ესებუა იწყებს ასპარეზობას. ამიტომაც ეს სპორტსმენი ლონდონში ყველაზე უწინ ჩავიდა. მშვილდოსანთა ტურნირი საკვალიფიკაციო შეჯიბრებით გაიხსნება.

გახსოვთ, ალბათ, ამას წინათ პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ ("USA todey") თავისივე შედგენილ ვირტუალურ ცხრილში საქართველოს დელეგაციას ლონდონში 5 მედლის მოპოვება რომ ჩაუწერა. ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი გახლავთ ქრისტინე ესებუა. ხსენებულ ცხრილში მისი გვარის გასწვრივ ვერცხლის მედალია მინიშნებული.

ეს ვარაუდი რომ გამართლდეს, ჩვენმა მშვილდოსანმა, უპირველესად, საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაიაროს წარმატებით. მაგრამ ისიც გეხსომებათ, "ლელოში" სტუმრობისას ქრისტინემ ამერიკელთა პროგნოზს ხაზი რომ გადაუსვა და დაბეჯითებით განაცხადა, ოლიმპიადაზე მხოლოდ "ოქროს" მოსაპოვებლად მივდივარო (იხილეთ ვრცლად).

28 ივლისს, დილით, 8 საათსა და 15 წუთიდან 11 საათამდე ნინო სალუქვაძე ისვრის პნევმატური იარაღიდან. ნინო და ქრისტინე ერთად ჩავიდნენ პირველები ოლიმპიადაზე. ამავე დღეს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი (60 კგ). I წრის შეხვედრა აქვს ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს, მერე წყვილებში კორტზე გამოვლენ ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი. ოლიმპიურ რინგზე პირველ ბრძოლას ჩაატარებს მერაბ თურქაძე (1/16 ფინ).

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან მუდმივი კავშირი გვაქვს და როგორც ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ოლიმპიადას ამაღლებული განწყობით იწყებენ ჩვენი სპორტსმენები.

აქ ყველა იმედოვნებს, რომ საქართველოს ოლიმპიელები შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა