ჩვენებურმა ზედიზედ სძლია საბინა ყურბანოვას, მაკოტო ნინომიას, ნადია კიჩენოკს და ძირითად ბადეში გავიდა
ასტანაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა 100 000-იანი საერთაშორისო ტურნირი. ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში სოფიო შაფათავა, რომელმაც ზედიზედ სძლია რუს საბინა ყურბანოვას (6:2, 6:2), იაპონელ მაკოტო ნინომიას (6:2, 7:6), უკრაინელ ნადია კიჩენოკს (5:7, 6:1, 6:4) და ძირითად ბადეში გავიდა.

იქ ჯერ მე-5 ნომრად განთესილ იაპონელ კურუმი ნარას აჯობა (7:5, 6:2), მეორე წრეში ნადია კიჩენოკის დას - ლუდმილას სძლია - 6:3, 6:4, მეოთხედფინალში მე-4 ნომრად გერმანელს - დინაჰ პრიზენმაიერს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 7:5 და ნახევარფინალში გავიდა (რისთვისაც 70 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა), სადაც ტურნირის მე-8 ნომერი, რუსი მარტა სიროტკინა ელოდება.

ეს უკანასკნელი წყვილებში თბილისელ ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად სცდის ძალებს და უკვე ფინალშია.

პირველი წრე: კალაშნიკოვა, სიროტკინა - ეკატერინა კლუევა, ანასტასია ეპიშინა (ყაზახეთი) - 6:2, 6:1. მეოთხედფინალი: კალაშნიკოვა, სიროტკინა - ანა დანილინა, ზალინა ხაირუდინოვა (ყაზახეთი) - 6:1, 6:2. ნახევარფინალი: კალაშნიკოვა, სიროტკინა - კატრინ ვოერლი (გერმანია), სტეფანი ფორეზ გაკონი (საფრანგეთი) - 3:6, 6:3, 10:7.

გადამწყვეტ შეხვედრაში კალაშნიკოვა და სიროტკინა პირველ ნომრად განთესილი დების - ლუდმილა და ნადია კიჩენოკების დუეტს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება კალაშნიკოვას ერთეულთა თანრიგში გამოსვლას, თბილისელმა ჩოგბურთელმა პირველივე ორთაბრძოლა კაგლა ბუიუკაკჩაისთან (თურქეთი) დათმო - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა