გერმანელმა ჟურნალისტმა რალფ რიტერმა "ბოხუმის" ჩვენებურ ახალწვეულს ვრცელი სტატია მიუძღვნა
გერმანელმა ჟურნალისტმა რალფ რიტერმა სათაურით - "მუყაითობა და წარმატების წყურვილი" საკმაოდ ვრცელი სტატია უძღვნა "ბოხუმის" ჩვენებურ ახალწვეულ ალექსანდრე იაშვილს, რაც, ალბათ, არც ქართველი მკითხველისთვის იქნება ინტერესმოკლებული.

თარგმნილ წერილს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

მუყაითობა და წარმატების წყურვილი

ალექსანდრე იაშვილი მზად არის, ლიდერის როლი შეასრულოს "ბოხუმში". 34 წლის ქართველი ამბობს, რომ "ფეხბურთის თამაშს იმდენ ხანს ვაპირებ, სანამ ეს სიამოვნებას მანიჭებს. მძიმე შრომის გარეშე ამას ვერ შეძლებ. თუ სათანადოდ არ ხარ მომზადებული, ეს უკვე არასერიოზული იქნება".

ერთი ვარჯიში საკმარისი იყო იმისთვის, რომ მის თანაგუნდელებს გაეგოთ, ვისთან ექნებოდათ საქმე - პროფესიონალთან, რომელიც ყოველთვის უმწიკვლოდ აკეთებს თავის საქმეს.

რამდენიმე წამია საჭირო, რომ დაინახო იაშვილის ხასიათი. მისი ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, ქცევა მოედანს მიღმა, რაც აგრეთვე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ სწყურია მას წარმატების მიღწევა.

ის თავიდანვე მიზანდასახული იყო ცხოვრებაში. 16 წლისას უკვე თბილისის "დინამოში" ჰქონდა დებიუტი. 19 წლის რომ გახდა, უკვე "ფრაიბერგის" ფეხბურთელი იყო. მასზე ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა - მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და გვიჩვენებს იმას, რომ საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით ბევრის მიღწევა შეუძლიაო.

აღდგენითი პროცესი, კარგი ძილი, სწორი ვარჯიში, დაბალანსებული კვება - ყოველივე ეს იაშვილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულად არ ყოფილა დაზიანებული. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია და დატვირთვებს ნიჭის წყალობით უმკლავდება. მეტოქეებისთვის ძნელად მოსახელთებელია. ნაწილობრივ მას პატარა ყისმათიც ეხმარება.

იაშვილზე "ბუხუმის" სპორტული დირექტორი იენს ტოდტიც საუბრობს: "ის დიდი ადამიანია, რომელმაც ჩვენთან გადმოსვლა მყის გადაწყვიტა. ის ჩვენს გუნდს უდავოდ დაეხმარება".

იაშვილმა ბუნდესლიგაში 198 მატჩი ითამაშა, მეორე ბუნდესლიგაში კი - 213. თანამედროვე ფეხბურთში ძველმოდურად მიიჩნევა გამოთქმა - "კლუბის ერთგულება", თუმცა იაშვილისთვის ეს ასე არ არის.

იაშვილი მეოჯახე კაცია, ცხოვრებაზე დაფიქრებული ადამიანი, რომელსაც აფეთქებები საფეხბურთო მოედანზე ახასიათებს. ტოდტი მასზე იმასაც ამბობს, რომ იაშვილი გამოცდილი და მრავალმხრივი ფეხბურთელია, ვისაც მეტოქის მოსატყუებლად ყველანაირი საშუალება გააჩნიაო.

"ბოხუმის" მწვრთნელი ანდრეას ბერგმანი ამ ყველაფერს იმასაც ამატებს, რომ იაშვილი გუნდური ფეხბურთელიცააო.

დამდეგ სეზონში ქართველი სულ მცირე, "ბოხუმის" ლიდერობას უმიზნებს.

"მნიშვნელოვანი ის არის, რაც მოედანზე ხდება თამაშის დროს. ეს იმის საშუალებას უნდა გაძლევდეს, რომ თანაგუნდელებისგან პატივისცემა არ დაკარგო. ლიდერობისთვის ეს არის საჭირო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილმა გოლი სუპერმარიოს გაუტანა

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს