სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გახდება
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქროსმედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 200 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით.

შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

$ 1 200 000 - საქართველომ ოქროს მედალზე რეკორდული პრემია დააწესა!

sano
რა შუაშია მაიმუნობა,განა თქვენ ვერ ხვდებით რომ დასახელებული თანხა მართლა ნამეტანი დიდი იყოო?ის თანხა და კიდევ საჩუქრები, რაც წინა წლებში მიიღეს ოლიმპიელებმა ალბათ წელსაც იგივე იქნება
nika
რა სახალისოა, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ვინმე იტყუება და სულ რამოდენიმე დღეში ესეც აღმოჩნდება. :)) აი მე რომ ოქროს მედალი მომეგო, მაშინ სხვა ამბავია - მაგრად მეწყინებოდა და სულ თავში ვურახუნებში იმ ოქროს მედალს 1200000ჯერ!
levani
ორი კვირაა აპიარებენ ყველა ტელევიზიაში ყველაზე მეტს ჩვენ ვიხდით მთელ მსოფლიოშიო, და ახლა ერთხელ თქვეს ტყუილიაო და გაჩუმდებიან... ცრუ ინფორმაციის პიარი კი შერჩათ მთელ საქართველოში და 90% ალბათ ისევ ფიქრობს რომ ყველაზე მეტს ჩვენ ვიხდით
maxo
ისევ მაიმუნობს ეს ხელისუფლება ყველა ქვეყანამ გამოაცხადა თანხა რომელსაც გამარჯვებულს გადაუხდის ესენი შავი ყვავები არიან.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა