“მარსელის” სპორტულმა დირექტორმა ჟოზე ანიგომ მცირე ინტერვიუ მისცა ფრანგულ პრესას, სადაც მომავალ სეზონში პროვანსელების პერსპექტივებზე გულწრფელად ილაპარაკა
“მარსელის” სპორტულმა დირექტორმა ჟოზე ანიგომ მცირე ინტერვიუ მისცა ფრანგულ პრესას, სადაც მომავალ სეზონში პროვანსელების პერსპექტივებზე გულწრფელად ილაპარაკა. მასალას მონოლოგის სტილში შემოგთავაზებთ.

- სტეფან მ’ბიასაც და სესარ ასპილიკუეტასაც აქვთ “მარსელიდან” წასვლის შანსი. ჩვენ ფინანსურად შეზღუდულები ვართ და გადაწყვეტილებას უშუალოდ კლუბში კი არ ვიღებთ, არამედ ამას “მარსელის” მთავარი აქციონერი აკეთებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, პატივი ვცეთ მის ნებას. დიახ, მ’ბიაც და ასპილიკუეტაც შესაძლოა წავიდნენ. სესარს აქვს შანსი, რომ რომელიმე დიდ კლუბში გადავიდეს. თუკი გრანდში არ გააგრძელებს კარიერას, უმჯობესია, დარჩეს. ვაღიარებ, ფინანსურად დიდი პრობლემები გვაქვს ასე რომ არ ყოფილიყო ჩვენთან ახლა რაიან მენდესი და მარვენ მარტენი ითამაშებდნენ.

გუნდთან ელი ბოპის ადაპტაცია კარგად მიდის. ეს არის ადამიანი, ვისაც იოლად ეხერხება დიალოგი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვფიქრობ, მას არ გაუჭირდება გუნდის გაძღოლა ჩემპიონატის განმავლობაში. იმედი მაქვს, სამწვრთნელო კარიერაში ამხელა პაუზის შემდეგ ის უფრო მონდომებული იქნება. ბოპს ფეხბურთელებს შორის ზოგადად კარგი ატმოსფერო დახვდა. გუნდთან ერთად ემზადება პიერ-ანდრე ჟინიაკიც. ვარჯიშებზე ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, თუმცა ვერ გეტყვით, თამაშებშიც რეგულარულად გაიტანს თუ არა. ყველაფერი მხოლოდ მასზე დამოკიდებული ხომ არ არის.

“პარი სენ-ჟერმენს” შეუძლია ლიგა 1-ის ინტრიგა იოლად დაასამაროს. დადებით გავლენას მოახდენს თუ არა ეს ფრანგულ ფეხბურთზე? არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. თუმცა უცნაური ისაა, რომ ფრანგულ კლუბს პრაქტიკულად ფრანგი ფეხბურთელების გარეშე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში. მგონი, მსგავსი რამ პირველად ხდება. ყველაფერს გავიღებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენს” მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ. დედაქალაქელთა ახალწვეულებს ჯერ კიდევ მოუწევთ ჩვენებურ რეალობასთან შეგუება. მათთვის პატარა მატჩებიც კი შეიძლება დიდ პრობლემებად იქცნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა