“ბილდის” ცნობით, “შალკეს” 24 წლის ცენტრალურ მცველს შესაძლოა “ხუმარების” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან.
ადრეც ვწერდით, რომ “ლივერპულის” 23 წლის თავდამსხმელის ენდი კეროლის გადაბირება “ვესტ ჰემს” სურსო. “ჩაქუჩებმა” მერსისაიდელებს საინტერესო წინადადება შესთავაზეს - 2 მილიონი ფუნტი ერთწლიან იჯარაში და წლის ბოლოს 16 მილიონად მისი გარანტირებული გამოსყიდვა, ოღონდ ერთი პირობით, ლონდონელებმა პრემიერლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნონ.

მათი შეთავაზება აშკარად უკეთესია, ვიდრე “ნიუკასლის” იდეა, ენდი პირდაპირ 16 მილიონად გამოისყიდოს. “ლივერპული” ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებს და წესით, 2 მილიონის დათმობაზე კი უნდა წავიდეს, თუ არ სურს, რომ კეროლმა მომავალ სეზონშიც ბალასტის როლი ითამაშოს.

ჰადლსტოუნი მინდორს დაუბრუნდა

25 წლის ტომ ჰადლსტოუნმა 2011/12 წლების სეზონი პრაქტიკულად მთლიანად გამოტოვა. შუახაზელმა პრემიერლიგის მე-2 და მე-3 ტურებში ითამაშა და ფეხის ტერფის ტრავმის გამო მინდორს ჩამოშორდა. იმავე პერიოდში (ლაპარაკია 18-დან 28 აგვისტომდე მონაკვეთზე) ევროპა ლიგაზეც მოასწრო ორ შეხვედრაში მონაწილეობა შოტლანდიური “ჰართსის” წინააღმდეგ. ჰადლსტოუნს ამ ხნის განმავლობაში ფეხზე ოპერაცია ორჯერ დასჭირდა, შარშან შემოდგომაზე და თებერვალში, მას მერე, რაც ვარჯიში განაახლა და ტრავმა გაიმიზეზა.

ფეხბურთში მისი ხელახალი დებიუტი რამდენიმე დღის წინ “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” შედგა. “გასულმა წელმა მხოლოდ იმედგაცრუება მომიტანა. მხოლოდ ოთხჯერ მოვახერხე მინდორზე გასვლა და შემდეგ ტკივილები დამეწყო, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შოკში ჩავვრადი, როცა გავიგე, რომ განმორებითი ოპერაცია მჭირდებოდა. ახლა უკვე კონცენტრირებული ვარ მომდევნო სეზონისთვის მზადებაზე,” - აცხადებს ფეხბურთელი.

ლილს მცველი დააკლდა

“ლილის” 19 წლის მარცხენა მცველმა ლუკას დინმა ვარჯიშზე ტულიო დე მელოსთან საჰაერო ორთაბრძოლისას ცხვირი იმდენად სერიოზულად დაიშავა, რომ მას ოპერაციაც კი სჭირდება. ექიმების ვარაუდით, ახალგაზრდას 3 კვირის გამოტოვება მოუწევს. რუდი გარსიას გაჭირვებას ესღა აკლდა, ლიგა 1-ის ექსჩემპიონებს უკანა ხაზში სერიოზული “გარღვევა” აქვთ - გარსიას განკარგულებაში ამ წუთას მხოლოდ ხუთი კვალიფიციური მცველია და აქედან კლოდ დებუში “ჩემოდნებზე ზის” და “ნიუკასლში” გადასასვლელად ემზადება.

ჩელსის არსად არ ეჩქარება

“ჩელსის” 31 წლის მარცხენა მცველ ეშლი კოულს ხელშეკრულება 2013 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება. მას კი სურს “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა, მაგრამ კლუბს თანამშრომლობის გახანგრძლივება ჯერ არ შეუთავაზებია. “დეილი მირორი” ნაკრების წევრის მდგომარეობას თეო უოლკოტისა და რობინ ვან პერსის ვითარებას ადარებს და აცხადებს, რომ კოული პოტენციური დამსაქმებლებისთვის არანაკლებ საინტერესო ფიგურა უნდა იყოს.

ჰიოვედესი შეიძლება დააქვეითონ

“ბილდის” ცნობით, “შალკეს” 24 წლის ცენტრალურ მცველს ბენედიქტ ჰიოვედესს შესაძლოა “ხუმარების” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან გელზენკირხენელთა თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა განაცხადა. მეტიც, მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც კი არ აქვს გარანტირებული. “ჰიოვედესმა მინიმუმ 10%-ით მაინც უნდა მოუმატოს ეფექტურობას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავინახავთ მოედანზე იმ მოთამაშეს, ვის ხილვასაც შევეჩვიეთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ჩემი აზრით, სამკლავურის გამო ის მეტისმეტად დიდ წნეხს გრძნობს,” - აცხადებს სტევენსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა