28 ივლისს ლონდონში ძიუდოისტთა შეჯიბრებაში შუკვანი იჭიდავებს, რომელსაც წილისყრამ მეტ-ნაკლებად გაუმართლა
28 ივლისს ლონდონში ძიუდოისტთა შეჯიბრება იწყება, რომელშიც ვაჟთაგან 60, ქალთაგან კი 48-ის წარმომადგენლები გამოვლენ. ჩვენგან მხოლოდ ბეთქილ შუკვანი იჭიდავებს, რომელსაც წილისყრამ მეტ-ნაკლებად გაუმართლა და მედლის შანსი აქვს.

ქართველი პირველ წრეში ავსტრალიელ ამიენ დიკინსს ხვდება, მას თუ მოუგებს, ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიენ მილუს შეხვდება.

დაგვეთანხმებით, განუთესავს ბევრად ძლიერი შეიძლებოდა შეხვედროდა. შუკვანს ფრანგთან არ უჭიდავია. სამაგიეროდ, ის ორჯერ დაუმარცხებია ამირან პაპინაშვილს ანუ შუკვანსაც აქვს რეალური შანსი, თუმცა ჩვენებურს თითი სტკივა - წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მანქანის კარში მოიყოლა.

განთესილთაგან შუკვანის მხარეს მოხვდნენ იაპონელი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ჰიროაკი ჰიროაკა, უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია და სომეხი ევროპის მედალოსანი ჰოვანეს დავთიანი.

სომეხს შუკვანმა შარშან ევროპირველობაზე კი მოუგო, მაგრამ ის ჩვენებურისთვის მაინც უხერხული მეტოქეა, თუმცა შუკვანამდე ჯერ გერმანელი ტობიას ენგლმაიერი უნდა დაამარცხოს, მერე კი - ზანთარაიაც, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.

29 ივლისს ლონდონში ვაჟთაგან 66, ქალთაგან კი 52 კილოგრამები იასპარეზებენ. ადრეულ ეტაპზე განთესილები ანუ წონის ლიდერები არც ლაშა შავდათუაშვილს (66) ერგო - მხოლოდ მეოთხედფინალში ხვდება მონღოლ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ხაშბაატარ ცაგანბაატარს, იმ ეტაპზე კი რომც წააგოს, დამამსვიდებელში მაინც გადავა.

ჩვენებური პირველ სეხვედრას ჩილელ ალეხანდრო სუნიგას ხვდება, მერე კი მისი მომავალი მეტოქე რუმინელი დან ფასიეს, ებრაელ გოლან პოლაცკისა და ფრანგ დავიდ ლაროსეს შორის გვაირკვევა.

დღეს - შუკვანი, ხვალ - შავდათუაშვილი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beka
იქნებ დაწყების ზუსტი დროც დაგეწერათ :)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა