პატარა გორის "დილა" უკვე დიდ საქმეს შეეჭიდა
ევროსარბიელს აგვისტოსთვის ოდენ ერთი ქართული გუნდი შემორჩა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ინტერტოტოს თასზე უთამაშია - პატარა გორის "დილა" უკვე დიდ საქმეს შეეჭიდა.

"დილამ" უკან მოიტოვა მასზე სახელიანი ქართული კლუბები, საქმე ნულიდან არ დაიწყო, მყის ძვირიანი ფეხბურთელებით დააკომლექტა გუნდი და შედეგიც მიიღო.

გორელებს ახლა ფამაგუსტას "ანორთოსისს" ჰყავთ დასამარცხებელი, ეს ის კლუბია, საიდანაც შეიქმნა სახელი და დიდება მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ. ოთხი წლის წინ მწვრთნელმა ქეცბაიამ "ანართოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გაიყვანა. ქეცბაია იქ მანამდე ფეხბურთსაც თამაშობდა და 14 ნომრიანი მაისურა ქეცბაის მერე აღარავის ჩაუცვამს ფამაგუსტურ გუნდში.

ამ "დილასთვის" შეუძლებელი სულაც არ უნდა იყოს კვიპროსელთა დამარცხება. თუ "ანართოსისის" შემადგენლობას გადავხედავთ, ძნელი არ იქნება იმის განჭვრეტა, რომ "დილას" კბილა გუნდია.

სხვათა გარდა "დილას" მათე ვაწაძეც ჰყავს. ქართულ მედიას მისთვის მეტაფორები ადრეც არ დაუშურებია, მეტოქის საჯარიმოში ის მართლაც "მატადორია", ერთი ბასრი მოქმედებით კლავს მოწინააღმდეგის იმედებსა და ჟინს. ვაწაძეს პიპო ინძაგისაც ადარებენ და ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, შედარება უადგილო არისო. ვაწაძე ფორვარდია და თქმა რად უნდა, სხვაზე მეტად რომ ფასობს.

ის უკვე იყო რუსთში და მისით ხელმეორედაც დაინტერესედნენ ჩრდილოელი მეზობლები, ოღონდაც გვემეტება კი ვაწაძე რუსთისთვის? არ ვიცი, რუსეთში არწასვლა იქნებ უკვე მოძველებული და არასწორი შეხედულებაა, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია, ევროპა კი სულ სხვა არის. ზოგადად, გორის "დილადან" არ უნდა იყოს ადვილი ევროპული ტრანსფერის გაჩარხვა, მაგრამ თუ გორელებმა "ანართოსისიც" გაიარეს, მასშტაბებიც გაიზრდება.

"დილა"-"ორჰუსის" შეხვდრაში იქითა გუნდის ქართველიც მოგეწონებოდათ. დავით დევდარიანი რაღაცნაირად, დახვეწილად თამაშობს ფეხბურთს. ელეგანტურობით დავით ყიფიანსაც კი შევადარებდი. დევდარიანს თითქოს ყისმათი აკლია, მეტს რომ მიაღწიოს, ან იქნებ უფრო ეგოისტი და ქედმაღალი უნდა იყოს მოედანზე.

არის ნიჭი და არ არის ის რაღაც, რითაც უნდა აფეთქდეს ფეხბურთელი. დევდარიანის პოზიციაზე ასეთი ინტელიგენტი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებში ვგონებ არავინაა.

შესაძლოა, დევდარიანს მეტი საერთაშორისო გამოცდილება სჭირდება და ნაკრებში თამაშმა უფრო გაათამამოს.

ასეთი ტიპის ფეხბურთელისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება მისი მწვრთნელი კლუბში ან იმ ნაკრებში, სადაც მოუწევს თამაში.

დევდარიანი მოედნიდან გავიდა თუ არა, "ორჰუსი" ბრინჯივით დაიბნა. ამ ფეხბურთელს ლიდერობაც შეუძლია, ოღონდაც ჯერ კარგად არ ვიცი, რამდენად მედეგია ის ასეთი ტვირთისთვის. დევდარიანი საქართველოს ნაკრებში - საინტერესო თემა უნდა იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ქეცბაიასთვის ეს ფეხბურთელი უმნიშვნელო არ არის.

ყველაზე კარგად ხომ ნაკრების მწვრთნელი გრძნობს, რა ტიპის ფეხბურთელი აკლია მის გუნდს. დევდარიანი 24 წლისაა, დრო კიდევ აქვს...

"ზესტაფონმა" პირველი ოცი წუთი ჩინებულად ითამაშა "ნეფთჩისთან", მაგრამ ისიც კარგად გამოჩნდა, რომ ევროტურნირზე სერიოზული წარმატებისთვის ეს გუნდი ჯერ მზად არ არის. ყველაფერი აქაც ფულთან მიდის.

საქართველოში ბევრი არ არის ისეთი მდიდადრი ადამიანი, წლობით მილიონებს რომ დახარჯავს ფეხბურთში და ვინც არის, იმათ ხელშეწყობა ჭირდებათ. "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას ზოგი გადაწყვეტილება და მოქმედება შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის ის უკვე მნიშვნელოვანი ადამიანია. ფული იოლად არ იშოვება, მითუმეტეს იქ, სადაც ბაზარი პატარაა.

"ზესტაფონის" პოლიტიკა უფრო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლაზეა ორიენტირებული, ვიდრე ფეხბუთელების ექსპორტზე - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ვფოქრობ, ეს უფრო ძვირიანი პროექტია.

"ნეფთჩისთან" შეხლაც კარგი გაკვეთილი იქნება მიზანმიმართული პოლიტიკის განსახორციელებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს