<p>ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო ბათუმის ნვთობტერმინალის ქალთა ღია საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია 25 ათასი დოლარი... <br> ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო ბათუმის ნვთობტერმინალის ქალთა ღია საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდია 25 ათასი დოლარი. შეჯიბრებაში 18 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. "ეს ასპარეზობა, რომლის მთავარი სპონსორია ბათუმის ნავთობტრემინალი, ხოლო სპონსორებია არიან კომპანია "ბორჯომი" და ჯი-ემ-სი ჯგუფი, კარგა ხანია, ცნობილია საჩოგბურთო ოჯახში. იგი მე-13 იმართება. მასში უასპარეზიათ დღეს უკვე ქალთა ჩოგბურთის ისეთ აღიარებულ ოსტატებს, როგორებიც არიან ელენა იანკოვიჩი, ანა ივანოვიჩი, ელენა დემენტიევა, ანასტასია მისკინა, ანა ჩაკვეტაძე, ნადეჟდა პეტროვა და სხვები. ტურნირს მეორე წელიწადია თბილი მასპინძლობს, რადგან აჭარის დედაქალაქის კორტებზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს", - გვითხრა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტურნირის დირექტორის მოადგილემ ლალი ზერეკიძემ.</p><p>შეჯიბრების მთავარ ბადეში საქართველოს 10 ჩოგბურთელი მოხვდა. პირველ ნომრად არის განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა, მეორე ნომერია მაკა ჩახნაშვილი, რომელმაც გუშინ სამ სეტში ეკატერნე გორგოძეს მოუგო - 4:6, 6:2, 6:4. წარმატებას მიაღწია მე-7 ნომრად განთესილმა ვერონიკა კაპშაიმ. უკრაინელმა სპორტსმენმა ორ სეტში იოლად აჯობა (6:2, 6:1) ჰოლანდიელ ფან დერ მეეტს. სლოვაკმა ზუზანა ზლოჩოვამ ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა დაამარცხა - 6:7, 6:4, 6:3.</p><p>დღეს ოქსანა კალაშნიკოვა, მანანა შაფაქიძე, სოფიო შაფათავა, თათია მიქაძე, სოფიო ქვაცაბაია, ბარბარე ერისთავი და დიანა დავითაიაც მოსინჯავენ ძალებს.</p>
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა