ამ დღეებში თბილისს ორდღიანი ვიზიტით ძიუდოში ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერი ესტუმრა...

ამ დღეებში თბილისს ორდღიანი ვიზიტით ძიუდოში ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერი ესტუმრა.

მოგეხსენებათ, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-კონსულტანტად მოიაზრება და მოლაპარაკებებიც დაწყებულია, თუმცა მხარეები ერთმანეთს პირისპირ აქამდე არ შეხვედრიან. ავსტრიელის სტუმრობაც გაცნობითი ხასიათისა იყო - ძიუდოს აკადემიაში ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, შეხვდა და გაეცნო ფედერაციისა თუ ნაკრების ხელმძღვანელობას, დააკვირდა ეროვნული გუნდის კანდიდატებს... თუმცა სტუმარმა თბილისი წუხელ ისე დატოვა, ნანახზე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებითად, ახლანდელი ვიზიტის ფორმატი ამას არც ითვალისწინებდა. ცხადია, ლაპარაკი იყო მოსალოდნელ თანამშრომლობაზეც, მხარეებმა კონკრეტული წინადადებებიც განიხილეს, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე და კონტრაქტზე ხელმოწერამდე ჯერ არ მისულან. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება, მერე კი ზაიზენბახერი კიდევ ერთხელ გვესტუმრება. ჯერ კიდევ განსახილველი და შესათანხმებელია როგორც ფინანსური, ასევე წმინდა სპორტული საკითხები. კერძოდ, რა კუთხით გაუწევს ის კონსულტაციებს გუნდს, თუმცა თავდაპირველი ინფორმაციით, მას ნაკრების გარდა გაცილებით დიდი ფუნქცია უნდა დაეკისროს - ასაკობრივ გუნდებსაც გაუწიოს კონსულტაციები.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში - 15-17-ში ჩვენი ნაკრები როტერდამის დიდ პრიზზე გამოვა. სავარაუდოდ, იქ ზაიზენბახერიც ჩავა და სავარაუდო შეგირდებს საქმეში ნახავს. ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებს. როტერდამული ტურნირი პირველი შეჯიბრება იქნება ჩვენი ნაკრების ახალ თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვისაც, რომელიც ამ პოსტზე მსოფლიოს ჩემპიონატის მერე დაინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა