თურქეთის ქალაქ ანთალიაში დასრულებულ ძალოსნთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო შვიდი სპორტსმენით წარდგა...

თურქეთის ქალაქ ანთალიაში დასრულებულ ძალოსნთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო შვიდი სპორტსმენით წარდგა. ამ ეტაპზე ჩვენი ათლეტები საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებდნენ და მათი უმთავრესი მიზანი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოპოვება იყო. დებულების თანახმად, გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის მოხვედრა ამ ეტაპისთვის სამ ოლიმპიურ ლიცენზიას იძლეოდა, რაც ჩვენმა ათლეტებმა პირნათლად შეასრულეს. საუკეთესო შედეგი გია მაჭავარიანმა (105 კგ) აჩვენა, რომელიც ორჭიდში 390 კილოგრამით საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა, ამავე წონაში თეიმურაზ გოგიას 21-ე ადგილი ერგო. რაულ ცირეკიძე (85 კგ) 341 კილოგრამით მე-17 იყო; ვაჟა ღონღაძე და თემურ ჩხაიძე (94 კგ), შესაბამისად, 21-ე და 35-ე ადგილებზე გავიდნენ. მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძემ მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო ლაშა ტალახაძე შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩვენმა გუნდმა 57 სალიცენზიო ქულა დააგროვა და 21-ე ადგილი დაიკავა, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ამ ეტაპისთვის პარლამენტის ლონდონის ოლიმპიადის სამი ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძის თქმით, ანთალიაში ახალგაზრდულმა გუნდმა იასპარეზა და ამის კვალად მოპოვებული 57 ქულა დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს, თუმცა თვითკმაყოფილების გრძნობა არ უნდა დაგვეუფლოს. გაისად საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ვეცადოთ, რომ ეს ქულები და, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მოპოვებული ლონდონის სამი საგზური შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ანთალიაში ნაჩვენები შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა.

სეოკ-ის პრესსამსახური

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა