ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლელო დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

ლელო დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონატი ტურიდან ტურამდე უფრო საინტერესო ხდება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ერთადერთი გუნდი...

საქართველოს ჩემპიონატი ტურიდან ტურამდე უფრო საინტერესო ხდება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე დაბევებული აქვს, ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელოა".

მართალია, მე-11 ტურში "ლელომ" დრამატულ ბრძოლაში "ვისოლი\ყოჩებთან" ბოლო წუთზე წააგო მინიმალური სხვაობით - 28:27, მაგრამ "არმაზსა" და "აკადემიას" შორის დაფიქსირებულმა ფრემ (22:22) ლელოელებს პლეი ოფის საგზური სამი ტურით ადრე არგუნა. "არმაზი", რომელსაც ცხრა ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა, დარჩენილი სამი თამაშიდან სამივეს მოგების შემთხვევაშიც კი "ლელოს" ვერ ეწევა.

პლეი ოფში გასვლისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ დაიძაბა, რაც პირველი წრის გამარჯვებულმა ქუთაისის "აიამ" მე-11 ტურში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ქუთათურებმა ამჯერად რუსთავში ვერაფერი მოუხერხეს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "ხარებს" - 12:16.

დაგეგემილი ორი ქულა მიითვალა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა", რომელმაც დიღომში ვიცე-ჩემპიონი და ამჟამინდელი აუტსაიდერი "ბათუმი XV" დაამარცხა - 33:24.

ტურის ცენტრალური მატჩი კი დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გაიმართა. "ვისოლი\ყოჩებმა", როგორც სჩვევია, თავდადებული და ბოლომდე ბრძოლით "ლელოს" გამარჯვება მატჩის ბოლო წამებზე გამოჰგლიჯა ხელიდან. თუმცა საქმე აქამდე არ მივიდოდა, რომ არა ლელოელთა დამრტყმელის ირაკლი ყიასაშვილის უჩვეულოდ უზუსტო დარტყმები. მან სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო ვერ გაიტანა.

ოღონდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მარცხს მხოლოდ ყიასაშვილსაც ვერ დავაბრალებთ, რადგან ლელოელები საკუთარ თავს მხოლოდ ეპიზოდებში ჰგავდნენ და ხშირად ცდებოდნენ. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ არბიტრმა ათ-ათი წუთით მათი ორი მორკინალი გაასინბინა.

უშეცდომოდ, ცხადია, არც "ვისოლი\ყოჩებს" უთამაშია, მაგრამ ესინი მეტი შემართებით ირჯებოდნენ და ყველაფერი იღონეს გამარჯვების მისაღწევად.

"ვისოლი\ყოჩებმა" ანგარიში პირველივე შეტევისას საჯარიმოთი გახსნა. შალვა მახარაშვილმა ოცი მეტრიდან გაიტანა - 3:0. ამის შემდეგ დაახლოებით ოცი წუთი სათამაშო უპირატესობა მთლიანად "ლელოსი" იყო, თუმცა მაქსიმუმი რასაც გამორჩნენ, 21-ე წუთზე საჯარიმოთივე ანგარიშის გათანაბრება იყო. ყიასაშვილმა 22 მეტრიდან გაიტანა - 3:3.

ოთხ წუთში "ლელოს" მგეზავმა გიორგი ლომინაძემ საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთი უხეიროდ გადაიტანა აუტში. "ვისოლი\ყოჩებმა" დერეფანში ბურთი ლელოდან რვა მეტრში ააგდო. ლელოელებმა მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს. მორკინალებმა საჯარიმო იქვე გაითამაშეს. ჯერ პირველხაზელმა გიორგი ხოსიტაშვილმა განახორციელა მოკლე დარტყმა, მერე რაკიდან ბურთი ბაჩანა გოგიშვილმა აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. მახარაშვილმა ვერ გარდასახა, თუმცა 32-ე წუთზე საჯარიმოს გატანა შეძლო და "ვისოლი\ყოჩები" რვა ქულით დააწინაურა - 11:3.

პირველი ტაიმის ბოლო რვა წუთი ისევ "ლელოს" უპირატესობით წარიმართა. 35-ე წუთზე გარემარბმა ლექსო გუგავამ შესანიშნავი ლელო გაიტანა. მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის მისადგომებთან, მორკინელბის რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, მესამეხაზელმა ილია მაისურაძემ გუგავასთან ჯვარი გაითამაშა, მაშინ, როცა ყველა ბურთის მოკლე ფრთაზე ჩათამაშებას ელოდა, თანაგუნდელს შიგნით შემოუბრუნა. გუგავა ცრუმოძრაობით მეტოქის რამდენიმე დამცველს ხელიდან დაუსხლტა და ლელომდე ირბინა. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა. თუმცა ოთხ წუთში საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 11:11. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. "ლელო" პირველად მატჩში 50-ე წუთზე დაწინაურდა. საჯარიმო ყიასაშვილმა ორმოცი მეტრიდან გაიტანა - 14:11. "ვისოლი\ყოჩებმა" ამას ლელოთი უპასუხა. 59-ე წუთზე მის სასარგებლოდ "ლელოს" ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან შერკინება დაინიშნა.მორკინალები მოკლე დარტყმებით, ფაზა-ფაზა უტევდნენ. ბოლო დარტყმა მესამეხაზელმა ბექა ნიკოლაიშვილმა განახორციელა და ლელოში შეაღწია. მახარაშვილმა გარდასახა - 18:14.

ოთხ წუთში ყიასაშვილმა საჯარიმოთი მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა - 17:18. ლელოელებმა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს. 71-ე წუთზე მათ სასარგებლოდ "ვისოლი\ყოჩების" ლელოდან ხუთ მეტრში შერკინება დაინიშნა. "ლელოს" მორკინალებმა მძლავრი მიწოლით მეტოქის შერკინება დაძრეს და ის იყო, ლელო უნდა გაეტანათ, რომ მეტოქემ შეტევა წესის დარღვევით შეაჩერა. არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ყიასაშვილმა კარის პირდაპირ დარტყმა ვერ მოახერხა, ბურთი ბოლო მომენტში სადგამიდან გადაუვარდა - 22:18. ეს დაუდევრობა, როგორც შემდეგ გაირკვა, "ლელოს" წაგების ფასად დაუჯდა.

75-ე წუთზე "ლელომ" მეტოქის კიდევ ერთი შეცდომა გამოიყენა. "ვისოლი\ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ მოედნის ცენტრში თანაგუნდელის ნაცვლად ბურთი მეტოქის ცხრა ნომერს, გიორგი კაჭარავას მიაწოდა. მან რამდენიმე მეტრი გაირბინა და მოკლე ფრთაზე უმეთვალყურეოდ მიტოვებულ გოდერძი ჯოგლიძეს გადააწოდა, რომელმაც ლელომდე 35 მეტრი ირბინა. ყიასაშვილმა ვერც ეს ლელო გარდასახა - 27:18.

თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთი რჩებოდა. "ლელო" ცხრა ქულას იგებდა, თუმცა "ვისოლი\ყოჩები" დანებებას არ აპირებდა. 78-ე წუთზე მათ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში აუტის მოწოდების უფლება მიიღეს. დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შუამარბმა ბექა ადანაიამ გაიტანა, გეგენავამ გარდასახა - 25:27.

ბოლო წუთზე "ვისოლი\ყოჩებმა" ბოლო იერიში წამოიწყო. მორკინალები მოკლე დარტყმებით ნელ-ნელა მიიწევდნენ. ლელოდან თხუთმეტ მეტრში რაკში თამაშისას ბურთი დაკარგეს, მაგრამ "ლელოს" რვა ნომერმა გიორგი ჭყოიძემ, მას შემდეგ, რაც შებოჭეს, წაქცეულმა ბურთს ხელი არ გაუშვა და დაჯარიმდა. მახარაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა - 28:27.

ვისოლი\ყოჩები-ლელო 28:27

ვისოლი\ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გეგენავა, გრძელიშვილი (პ.მაისურაძე 58), ადანაია, ნიჟარაძე, კუპრეიშვილი, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი, მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55), ხოსიტაშვილი, არჩუაშვილი, ბელაშვილი, ტყეშელაიძე (ცხვედიანი 61), კალმახელიძე, ნიკოლეიშვილი.

3ლ: გოგიშვილი, ნიკოლეიშვილი, ადანაია. 3ს: მახარაშვილი. 2გ: მახარაშვილი, გეგენავა.

სინბინი: მახარაშვილი

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კორკელია, ანდღულაძე (მანჯავიძე 60), გუგავა, ლომინაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, ხორბალაძე, აზალაძე, ი.მაისურაძე, დაუშვილი (ჯალაღონია 75), ჭყოიძე.

3ლ: საჯარიმო, გუგავა, ჯოგლიძე. 4ს: ყიასაშვილი

სინბინი: სანიკიძე, აზალაძე.

მსაჯი: გ.ამირხანაშვილი

XI ტური

ხარები-აია 16:12, აკადემია-არმაზი 22:22, ლოკომოტივი-ბათუმი XV 33:24

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 11 8 0 3 +153 16

2. ყოჩები 11 7 1 3 +60 15

3. ლოკომოტივი 11 7 0 4 +68 14

4. აია 11 7 0 4 +51 14

5. არმაზი 11 4 1 6 -92 9

6. აკადემია 11 3 2 6 -27 8

7. ხარები 11 4 0 7 -124 8

8. ბათუმი XV 11 2 0 9 -92 4

XII ტური, 2 ოქტომბერი

არმაზი-ლოკომოტივი, ვისოლი\ყოჩები-ბათუმი XV, აია-ლელო, აკადემია-ხარები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს