იტალიელმა ფეხბურთელმა შვებულება დაასრულა და "ტრიგორიას" საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა
დანიელე დე როსიმ შვებულება დაასრულა და "ტრიგორიას" საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა - რომაული გუნდის ლიდერი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, განვლილი სეზონი "რომასთვის" კოშმარული იყო და გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტაცია მართებთ - მოვუსმინოთ დე როსის:

“საშინელი წელი იყო და ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ. შედეგი მთავარი საზომია და ამ მხრივ, გულშემატკივრებს აშკარად გავუცრუეთ იმედი. ევროტურნირებზე ვერაფერს მივაღწიეთ და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოვიპოვეთ.

მალე ახალი სეზონი დაიწყება და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ტიფოზების თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ზდენეკ ზემანის სახით, გუნდს ძალიან ძლიერი სპეციალისტი ჰყავს, რაც ოპტიმიზმით მავსებს. ჩეხს ახლოს ვიცნობ და ვიცი, თუ რაოდენ კარგად ესმის სპორტის უპირველესი სახეობა. ვფიქრობ, რომ მასზე უკეთეს მწვრთნელს ამ ეტაპზე ვერც ვიპოვიდით".

დე როსიმ იტალიის ეროვნული გუნდის შესახებაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ევროპის ჩემპიონატი მინორულ ნოტაზე დავასრულეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალამდე მივედით და მხოლოდ გადამწყვეტ პაექრობაში დავმარცხდით.

განვლილმა ბატალიებმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია და თამამად შეიძლება ვთქვა, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად მწყურია დიდი გამარჯვებები, ვიდრე აქამდე. ეროვნულ გუნდში ასპარეზობა ჩემთვის უდიდესი პატივია და ყოველთვის ასე იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა