ამერიკული სპორტის ახალი ისტორია შექმნა მრგვალ სტენდზე (სკიტი) მოასპარეზე 33 წლის კიმბერლი როუდმა
ამერიკული სპორტის ახალი ისტორია შექმნა მრგვალ სტენდზე (სკიტი) მოასპარეზე 33 წლის კიმბერლი როუდმა.

გუშინდელ ფინალში მან ფანტასტიკური შედეგი აჩვენა: საკვალიფიკაციოზე 75-დან 74 თეფში დაამტვრია, ფინალში კი 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენა და შეჯიბრი 100 შესაძლებლიდან 99 ქულით დაასრულა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ როუდი გახდა პირველი ამერიკელი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი ინდივიდუალურ სახეობაში: ამერიკელმა 1996 და 2004 წლებში მოიგო ორმაგი ტრეპი, 2000 წელს ამავე სახეობაში ბრინჯაო აიღო, 2008 წელს პეკინში კი მრგვალ სტენდზე დაიმსახურა ვერცხლის მედალი.

როუდს ამ შედეგის გაუმჯობესება აქვს დაგეგმილი: ის 2016 წელს აპირებს რიო დე ჟანეიროს თამაშებზე გამოსვლას. "2016 წელზე სერიოზულად ვფიქრობ. ტყვიის სროლაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი 72 წლის იყო და მე იქამდე ბევრი აღარ დამრჩა", - იხუმრა ამერიკელმა ჩემპიონმა.

სკიტი

1. კიმბერლი როუდი (აშშ) 99

2. ნინ ვეი (ჩინ) 91

3. დანკა ბარტენკოვა (სლოვაკ) 90

4. მარინა ბელიკოვა (რუს) 90

5. კიარა კაინერო (იტა) 89

6. კრისტინ ვენცელი (გერ) 89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა