20 წლის კარალეთელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სპორტს ახალი გმირი ჰყავს - 20 წლის კარალეთელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 29 ივლისს 66 კილოგრამში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

რაც მან გააკეთა, მართლაც გმირობაა - ბიჭმა სულ რაღაც 8 თვეში გაიარა გზა ახალგაზრდული ნაკრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე.

ლაშამ უფროსთა ტურნირში პირველად შარშან ნოემბერში იჭიდავა, როცა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდან დაბრუნებული მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად ამსტერდამის "დიდ პრიზზე" წაიყვანეს. მართალია, იქ მეორე შეხვედრაში იმ პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან დამარცხდა, რომელმაც 29 ივლისს ლონდონში ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ იქიდან მოყოლებული, მოიგო თბილისის, პრაღის, ბუენოს აირესის მსოფლიოს თასები, გახდა რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის", საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატების მესამე პრიზიორი, გუნდურში მოიგო ევროპის პირველობა, ამ 10 თვეში ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა და ოლიმპიური მწვერვალიც დაიპყრო!

საამისოდ მას არც ადაპტაცია დასჭირვებია და ქართული ძიუდოს ისტორიაში, ამ ბრწყინვალე თანავარსკვლავედში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ეს წოდება დავით ხახალეიშვილს ჩამოართვა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ შავდათუაშვილი არ დარჩება იმ ოლიმპიელთა სიაში, რომლებიც თამაშებზე გაიელვებენ და მერე უკვალოდ ქრებიან - საამისო ოპტიმიზმს მისი ტალანტი გვაძლევს. გვჯერა, როგორც აქამდე იშრომეს მისმა მწვრთნელებმა - გია და ანზორ თენაძეებმა, ნიკო ბიბილაშვილმა, ამიერიდან კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებენ მუშაობას.

ალბათ, ამ 10 თვის წინათ ასეთ შედეგს ვერავინ იფიქრებდა, შავდათუაშვილმა კი ლონდონში მშვენიერი სტატისტიკა დადო - 5-დან 4 შეხვედრა იპონით დაასრულა და მხოლოდ ფინალში დასჯერდა ქულებით მოგებას. თან უძლიერეს ბადეში მოხვდა - იაპონელის და ისიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მასაში ებინუმას მხარეს. ფინალშიც გამოცდილსა და მასზე მთელი 11 წლით უფროს მეტოქეს შეხვდა, უნგრელ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს სამგზის მედალოსან მიკლოშ უნგვარის, თუმცა მანამდეც ანგარიშგასაწევი მეტოქეები დაამარცხა - ფრანგი დავიდ ლაროსე და მასპინძელი კოლინ ოუტსი (ფოტორეპორტაჟი), რომელმაც მანამდე მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი დაამარცხა.

მეტოქეთაგან "დაბალი ღობე" მხოლოდ ჩილელი ალეხანდრო სუნიგა იყო და მასთან დაგეგმილი იპონიც უპრობლემოდ მიითვალა (ფოტორეპორტაჟი).

მთლიანობაში ჩვენებური ისე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ქულაც არ დაუკარგავს, გაფრთხილებაც არ მიუღია! ასეთი წარმატება იშვიათია!

შავდათუაშვილმა ტურნირზე გონივრულად, დაკვირვებით იჭიდავა. იაპონელთან ასეთ გახსნილ, შემტევ, აგრესიულ სტილს, ალბათ, არავინ ელოდა. უფრო პირიქით გვეგონა, ფრთხილად იასპარეზებდა, რადგან ღია შეტევა გარკვეულ რისკსაც შეიცავს, მაგრამ ლაშამ იჭიდავა დაკვირვებით და არა შიშით. შედეგად, გარდა იმისა, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი მუდმივად წნეხში ჰყავდა, ერთი მცირე შანსიც არ მიუცია მისთვის (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი).

ასე გაბითურებულ იაპონელს იშვიათად თუ ნახავთ ტატამზე. არადა, ის რომ ურიგო მოჭიდავე არაა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა ზაგროდნიკი ქრესტომათიული ფანდით დააიპონა.

ლაშამ ებინუმასთან ჩატარებული გდებით ქართული ჭიდაობაც გააბრწყინა. სხვათა შორის, ეს ჩაწოლილი უკუგდება რამდენჯერმე ვერ გამოიყენა და ვაითუ ამას წამოჰგებოდა, მაგრამ, ეტყობა, კარგად აქვს დამუშავებული - საბოლოოდ იმდენად კარგად შეასრულა, მასზე შეჩერებას ვერაფრით ვუწოდებთ გაუმართლებელ საქციელს.

ებინუმასთან ჩვენებურმა იმდენად ძლიერად და დამაჯერებლად იჭიდავა, რომ აშკარა იყო - ფინალში უნგრელთან თუ თავს მოთოკავდა და ასევე იასპარეზებდა, მასაც დაამარცხებდა.

სხვათა შორის, ამ ნახევარფინალის შემდეგ სახელოვანმა ვეტერანმა, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ დამირეკა; მომილოცა, ჩვენი ოლიმპიადისწინა საუბარი გამახსენა, როცა იმაზე ვბჭობდით, რამდენ ოქროს და დანარჩენი ხარისხის რამდენ მედალს მოვიპოვებდით ბრიტანეთში და დაჯერებით მითხრა, ფინალსაც მოიგებს შავდათუაშვილი, ისეთი მაგარი ბიჭი ყოფილაო.

მსოფლიოს ჩემპიონს აუსრულდა კიდეც, რადგან გორელმა ფალავანმა ფინალშიც ტაქტიკურად სწორად იჭიდავა. უნგრელი მასზე მაღალია და თან ძალიან მოძრავი, ტატამზე მუდამ რომ დარბის, ირგვლივ გირბენს და ასე ცდილობს, წონასწორობიდან გამოგიყვანოს.

შავდათუაშვილმა მეტ-ნაკლებად მოახერხა ახლო დისტანციაზე მისი "დაბმა" და მჭიდრო, კონტაქტური ჭიდაობა, რითაც სამოძრაო სივრცე შეუზღუდა, ანუ მთავარი კოზირი გამოაცალა ხელიდან. ამ შეხვედრაში ქართველს ბოლოს ცოტა დაღლაც დაეტყო, თუმცა სისწრაფე, შემტევი სტილი არ დაუკარგავს. თან, ტაქტიკურად იმდენად სწორად იჭიდავა, უნგრელს შანსი არ მისცა (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი).

ნაკლები დღე არც ფრანგსა (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი) და ბრიტანელს აყარა, რომლებიც დამატებით დროში დააიპონა. ოუტსტან მას ვაზარი გაუუქმეს, მაგრამ აჯობებდა, დაეტოვებინათ, რადგან დამატებითში ბეჭებზე დააგდო.

შავდათუაშვილს ყოველთვის მტკიცე ნერვების პატრონად მოიხსენიებდნენ და ოლიმპიადაზე ეს კარგი თვისებაც გამოავლინა.

მის ტურნირებს ხშირად არ დავსწრებივარ, მაგრამ ერთადერთხელ მახსოვს ანერვიულებული, როცა შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე კორეელ დონგკიო ლეესთან რაღაც გაუგებარი გაფრთხილებით წააგებინეს - მაშინ ღიად გამოხატა პროტესტი, თორემ ისე ჩუმი და მშრომელი ბიჭია.

ფედერაციაში მას ხშირად ადარებდნენ ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრებს და, ხასიათიდან გამომდინარე, წარმატებას უფრო ამას უწინასწარმეტყველებდნენ. მწვრთნელი რასაც ეტყვის, იმას არ გადავაო, ამბობდნენ და ასეთი მიდგომის შედეგიც გამოჩნდა.

იმედია, ახალგაზრდა ტალანტი კვლავაც არაერთხელ გაგვახარებს. ის ქართული ძიუდოს ისტორიაში მეექვსე ოლიმპიური ჩემპიონია შოთა ჩოჩიშვილის, შოთა ხაბარელის, დავით ხახალეიშვილის, ზურაბ ზვიადაურისა და ირაკლი ცირეკიძის შემდეგ (იხილეთ ვიდეო).

სპეციალისტის კომენტარი

გია თენაძე (მწვრთნელი):

"შუკვანისგან ყველა მეტს ველოდით, მაგრამ ოლიმპიადა სხვა რამეა და, ალბათ, ამ ბიჭსაც ასე დაემართა - ზედმეტი ემოციებისგან გადაიღალა, უმნიშვნელო შეცდომა წაგებად დაუჯდა, თორემ დარწმუნებული ვარ, კარგად იჭიდავებდა.

შავდათუაშვილის ყოველთვის მჯეროდა. ოქროს დაგეგმვა და ისიც ასეთ ტურნირზე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ მედალს აიღებდა. ლაშამ ამ იმედს გადააჭარბა.

შარშანდელის შემდეგ ის ყოველდღიურად იზრდებოდა და პრაქტიკულად, ბოლო ორ სეზონში არ წაუგია - ახალგაზრდულ მსოფლიოზე მსაჯებმა გაუგებარი გაფრთხილებით წააგებინეს.

წლევანდელ ევროპაზე, ჩელიაბინსკში კი, მსაჯებმა დაჩაგრეს რუს ალიმ გადანოვთან, თორემ ამ ორ სეზონში ყველაფერი მოიგო.

ლონდონში წარმატებას მან, უპირველესად, დიდი შრომისმოყვარეობით მიაღწია, რაც ნებისმიერი წარმატების საწყისია, რასაც ქართული ჟინი, გამარჯვების სურვილიც დაემატა.

იაპონელი გააჩერა, გააშეშა, მცირე შანსიც არ მისცა, ერთი შესვლაც არ გააკეთებინა. თან ის იაპონელიც ტიტულოვანი და გადაბერებულიც არ არის; პირიქით - ახალგაზრდაა, მაგრამ შავდათუაშვილმა ყველა ასპექტში დაჯაბნა. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას".

ლონდონი 2012. ძიუდო

კვარცხლბეკი. ვაჟები

66 კგ. 1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 3. მასაში ებინუმა (იაპონია), ჯუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა).

კვარცხლბეკი. ქალები

52 კგ. 1. კუმ აე ანი (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), 2. იანეტ ბერმოუ აკოსტა (კუბა), 3. როსაბლა ფორსინიტი (იტალია), პრისცილა გნეტო (საფრანგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგა ბეთანელი
გენაცვალე ბიჯო...,და ძმაო ! იმრავლე და იხარე,ძმაო ქართლელო !
mixana
ქართველი ხალხის სიამაყე ხარ ლაშაა....გვთის წყალობაა არ მოგკლებოდეს ცხოვრების მანძილზეეე
xatuna
ღგმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა პატრიოტები... სულ გამარჯვებიტ გევლოს
xatuna
კიდევაც დაირდებიან....
irina qarseladze
დიდი მადიობა შვილო ქართველი ერის გახარებისათვის გფარავდეს უფალი
ვასკულატ
გორი იყო არის და იქნება ოლიმპიური ჩემპიონების,სამშობლო,გილოცავთ ქართველებოოო!
gia
ღმერთმა გაგახაროს ისე როგორც ჩვენ გაგვახარე. სულ გამარჯვებული ყოფილიყავი.
damangreveli.
ღმერთი იყოს შენი მფარველი, ყველა შენი გამოსვლის დროს, ისე იყავი ყოველთვის გახარებული, როგორც შენ გაახარე მთელი საქართველო, გილოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ზოგი ერთი ქართველი სპორცმენივით არ დაკმაყოფილდე შენი მიღწევით კამანო არ გაიხადო და პოლიტიკაში არ წახვიდე, გამგები გაიგებს.
ramazi
გორელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ განუმეორებელი ფალავნები არიან. გაუმარჯოს გორელებს და მთლიანად ქართველებს, საქართველოს!
q.m
უძლიერესი მოჭიდავე ხარ!!! გილოცავ ამ წარმატებას და იმედია მხოლოდ ამ შედეგით არ დაკმაყოფილდები და კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ქვეყანას...
qetusha
როგორი სიხარულიც ქართველებს მოუტანე ასეთი გახარებული და ღთისგან დალოცვილი იყავი სიცოცხლის მანძილზე! ქართველების სიამაყე ხარ !!!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა