ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: პირველი დღეების გამოძახილი

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: პირველი დღეების გამოძახილი

ცუდად დაწყებული კარგად უნდა დამთავრდეს!
ჯერარნახული...

სწორედ რომ შეიძლება ასე ეწოდოს ოლიმპიურ პარკს, რომელიც, საერთო აღიარებით, აშკარად განსხვავებულია ფორმითაც და შინაარსითაც იმათგან, რასაც დღემდე ოლიმპიურ ასპარეზობათა ისტორია იცნობს.

რაც ადრე გვინახავს, მხოლოდ სილამაზით თუ ჯობნიდა ატლანტის ოლიმპიური პარკი, თორემ ტერიტორიითა და აქ თავმოყრილი სპორტული, კულტურულ-გასართობი თუ სხვა ობიექტების კომპაქტურად განთავსებით, უბადლოა. რაც მთავარია, ოლიმპიური სოფელიც ამ სივრცეშია მოქცეული.

დელეგაციები ცხოვრობენ მაღლივ კორპუსებში, საიდანაც ჩინებულად მოჩანს ოლიმპიური პარკის ტერიტორიის საერთო ხედი. ამ მხრივ, უნდა ითქვას, მართლაც გამორჩეულ ადგილზეა კორპუსი, რომლის ბოლო სამი სართული უკავია ჩვენს დელეგაციას. სამივე სართულზე გადმოფენილია ქართული დროშები, რომლებიც პარკის ყველა კუთხიდან მოჩანს, ისე, როგორც წმინდა სამების ტაძარი თბილისში.

ჯერარნახული ეთქმის XXX საიუბილეო ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალსაც (იხილეთ ვიდეო). ამ საქმეში თუ მართლა ეჯიბრებიან ერთმანეთს ოლიმპიადების მასპინძლები და ეს ასეა ნამდვილად, მაშინ უნდა ჩაითვალოს, რომ ლონდონმა თამასა ძალიან მაღლა ასწია და მომავალში ამ სიმაღლის დაძლევა, მით უფრო, მიღწეულის გაუმჯობესება, ნამდვილად გაძნელდება.

ეს საერთო აზრია. ინგლისელებს ყველაფერი კარგად გამოუვიდათ. მოდი და ამის შემდეგ ამტკიცე, რომ მსოფლიოს მომავალი გლობალიზაციაშია. ღვთით ნაბოძები მრავალფეროვნების გარეშე ასეთი ყოფა რომ არარაობა იქნება, ლონდონის ოლიმპიადის მასპინძლებმა გააზრებული სპექტაკლით დაანახეს მსოფლიოს. ამ რეპორტაჟს კი, როგორც ამბობენ, ოთხი მილიარდი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს.

ჩვენს პლანეტაზე თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ასეთი დიდი ქვეყნები და მსოფლიოს ხალხთა გამაერთიანებელი ისეთი ფენომენი, როგორიცაა ოლიმპიური მოძრაობა, თუ ასე ლამაზად და შთამბეჭდავად დააფიქრებენ ადამიანებს, მაშინ გლობალიზაცია პატარა ერებსაც ვეღარ შთანთქავს.

მოკლედ, არა მხოლოდ ინგლისელების ახალი თაობა, მთელი მსოფლიო დააფიქრა გასულ პარასკევს, თამაშების საზეიმო გახსნისას სტადიონზე წარმოდგენილმა სცენებმა. აი, რა ძალა შესწევს ოლიმპიურ თამაშებს.

რა მოხდა, რა დაგვემართა...

არ ვიცით, ტელეეკრანებზე როგორ მოჩანდა ან კომენტატორებმა როგორ ახსნეს მაყურებლისა და სათვალის ამბავი. ლაპარაკია ორფეროვან სათვალეზე, უფრო სწორად, სამფეროვანზე. ის, რაც ხდებოდა სტადიონზე, განსხვავებულ ფერებში მოჩანდა, მარჯვენა თვალით შეხედავდი, მარცხენათი თუ ერთად - ორივეთი.

დიდი ოლიმპიური ბატალიები, ფაქტობრივად, თამაშების საზეიმო გახსნის მეორე დღეს დაიწყო. ძიუდო გამორჩეულად რომ გვეიმედება, ყველამ იცის. აქაც ხაზი იმითაც გაესვა ამ რწმენას, რომ მთელი ჩვენი სპორტული დელეგაცია, მათ შორის, ცხადია, ოლიმპიელებიც, შაბათ დილიდანვე შეიკრიბა დარბაზში ბეთქილ შუკვანის საქომაგოდ.

ყველას მხრებზე ჰქონდა შემოფენილი ჩვენი ეროვნული დროშა. ქომაგთა შორის იყო მომღერალი გიო ხუციშვილი. იყო მედოლეც, მაგრამ მხიარულება და ქომაგობა ვის დასცალდა, ბოლომდე არ შედგა. პირველ შეხვედრას მხარდამჭერებმა ვერ მოუსწრეს; მეორეში კი რაც მოხდა, ყველამ იცის.

მაინც რა მოხდა? სიმართლე გითხრათ, ყველა გაოგნებული იყო და მიზეზად, საერთო აზრით, სპორტსმენის გულგრილობა სახელდებოდა. ჩვენმა ფოტორეპორტიორმა ალექსანდრე კოტორაშვილმა მითხრა: იქვე ვიყავი, ბეთქილი ტატამიდან დამარცხებული რომ გამოვიდა. მწვრთნელის საყვედურზე, 5 წამი გაგეძლოო, საათისკენ არ გამიხედავსო - უპასუხა. აი, ასე, თანაც, რა მარტივად(?!).

დელეგაციის ხელმძღვანელებს კრიჭა ჰქონდათ შეკრული, მით უფრო, რომ მეხივით გავარდა კიდევ ერთი არასასიამოვნო, მეტიც, საერთო დამთრგუნველი ცნობა მოკრივე მერაბ თურქაძის ასპარეზობაზე არდაშვებასთან დაკავშირებით. ფეხის ტრავმასაც ასახელებდნენ მიზეზად, გადამეტებულ წონასაც.

სიმართლე გაარკვია აიბას ტექნიკური დირექტორის მიერ დაწერილმა ოფიციალურმა განმარტებამ, რომელიც გავრცელდა. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:

"მერაბ თურქაძე, საქართველო. 56კგ აწონვისას დაფიქსირდა 56.3 კგ. წესების შესაბამისად, თურქაძე არ დაიშვა შეჯიბრებაზე. გასამართ შეხვედრაში გამარჯვება ჩაეთვალა ამინე მუჰამედ ოუადანის, ალჟირი".

მოკლედ - ზედმეტი 300 გრამი წონა და აუწონავი პასუხისმგებლობა, ცხადია, არამხოლოდ მოკრივის.

მერე კარგი ამბავი არც ლონდონის შემოგარენიდან მოსულა, სადაც საგზატკეცილო რბოლაში 144 ოლიმპიელი ჩაება. ჩვენგან სპორტის ამ სახეობაში ერთადერთ მონაწილე გიორგი ნადირაძეს რაც დაემართა, იცით.

შეჯიბრების ანგარიშში წერია, რომ 12 მრბოლელი ვერ მივიდა ფინიშამდე და მათ შორის, ვინც ვერ გაუძლო დატვირთვას, იყო 24 წლის გიორგი ნადირაძე, რომლის შესაძლებლობები 250-კილომეტრიან დისტანციაზე მხოლოდ 150-მდე კილომეტრისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

ორგანიზატორთა წინდაუხედაობა

წვრილმანს უცნაურობა სჭირს, მოულოდნელად იცის შერცხვენა და თავის მოჭრა. თანაც იმ დროს, როცა გგონია, რომ კარგს აკეთებ და ვიღაცის თვალში თავს იწონებ. ასე დაემართათ ამ ოლიმპიადის ორგანიზატორებს.

ჟურნალისტებს, ტრადიციული წესით, ოლიმპიადის სამახსოვრო ჩანთები გადასცეს. ამჯერად ჩანთაში იდო ერთადერთი საჩუქარი, "ჟილეტის" საპარსი ქაფის მომცრო ბალონი. ბევრს ეს სასაცილოდაც არ ეყო, მაგრამ მართლა სასაცილო ამბავი, თურმე, წინ იყო.

პირველსავე საკონტროლო ობიექტზე, აქ კი ასეთი, უსაფრთხოების მოტივაციით, ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, ამ საჩუქარს ართმევდნენ და იქვე ყრიდნენ ყუთებში.

ეგ არაფერი, მაგრამ რატომ ასეთი წინდაუხედაობა? ან ფირმის ავტორიტეტს გაფრთხილებოდნენ, ან საკუთარს, ან ჟურნალისტთა ღირსებას. მოკლედ...

რაკი ჟურნალისტებს შევეხე, ცოტას იმასაც ვიტყვი, რომ სამუშაო პირობები ჩინებულია. როგორც მთავარი, ისე სპორტული ბაზების პრესცენტრებიც იდეალურია, ოღონდ ეგაა, მომსახურებაა უსაშველოდ ძვირი, როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში.

იმედიანი 29 ივლისი

ბუნებრივია, თქვენი და ჩვენი ყურადღება ამ დღეებში ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ მოვლენებზეა კონცენტრირებული. რაც აქ ხდება, ყველას ერთნაირად გვტვირთავს ემოციებით და ძალიან გვინდა, ეს დადებითი და სასიხარულო იყოს, მაგრამ სპორტი აღსავსეა მოულოდნელობებით. თუ რა მწარე განსაცდელია ასეთი მოულოდნელობები, 28 ივლისს საკმაოზე მეტი ვიგემეთ. მაგრამ, იმედია, თქვენც არ დაგიკარგავთ იმის რწმენა, რომ ასე არ გაგრძელდებოდა და ლონდონის ოლომპიურ ცაზე ჩვენთვისაც უთუოდ გამოიდარებდა.

რა თქმა უნდა, გვქონდა ნინო სალუქვაძის იმედი; ტატამზე კი ლაშა შავდათუაშვილი, მისი ხასიათიდან გამომდინარე, თავს არ დაზოგავდა.

როცა ერთდროულად რამდენიმე ასპარეზობა ტარდება, გინდა არ გინდა, არჩევანი უნდა გააკეთო. სეულიდან მოყოლებული ვიცით, რომ ნინო სალუქვაძეს ურჩევნია, სროლის დროს არ ფიქრობდეს, რომ თავისიანები ადევნებენ თვალს. ამიტომ ბევრი ჩვენც არ გვიორჭოფია, ისე მივაშურეთ ძიუდოს დარბაზს.

იქაურ ამბებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან გაზეთის ამავე ნომერში გაეცნობით დაწვრილებით. რაც შეეხება ნინოს, იმედია, 1 აგვისტოს უკვე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში შეეცდება გამოასწოროს სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში ხელმოცარვა.

29 ივლისს ლონდონში გაწვიმდა. ამიტომ ჩოგბურთელთა ტურნირი რამდენიმე საათით გადაიდო. ძიუდოს დარბაზში შევიტყვეთ განახლების შესახებ. ერთდროულად რაკი ორივეგან დასწრება გამოირიცხა, ძალიან გვინდა, ანა ტატიშვილმა უიმბლდონზე მისვლის შესაძლებლობა დღეს მოგვცეს.

ეს-ესაა, 20 წლის გორელი ფალავანი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ და გილოცავთ!

მოხალისეთა დაბნეულობა პრობლემად რჩება

გამოცდილებით ვიცით, ოლიმპიურ თამაშებზე ეგრეთ წოდებული მოხალისეების აბსოლუტური უმრავლესობა, დახმარების ნაცვლად, პრობლემებს უქმნის სტუმრებს. ყოველ შემთხვევაში, ჩასულები ვერ იღებენ ოპერატიულად სრულ და ზუსტ ინფორმაციას.

ზოგიერთმა მოხალისემ საერთოდ არ იცის, სად რა ობიექტია, ვერ ერკვევა ტრანსპორტის მარშრუტებში. არადა, სწორედ ეს შეკითხვები სჭარბობს ყველგან. ასეა არა მხოლოდ გარეთ, არამედ სპორტულ არენებზეც.

ძირითადი ოლიმპიური სარბიელი ლონდონის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაა და ამ უკიდეგანო სივრცეში ბევრმა მოხალისემ ნამდვილად არ იცის, სად რა არის. სპორტის ორთაბრძოლების სახეობებისთვის პრესცენტრი ერთია და თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიგნება. ერთი მოხალისე საითაც მიგვითითებდა, ბოლოში გასულებს იქაური დამხმარე უკან გვაბრუნებდა იმავე გზით, რომელიც უკვე გამოვიარეთ.

პრობლემა იმიტომ უფრო იქმნება, რომ მოხალისეებს მთელი ქვეყნიდან არჩევენ და, როგორც მობოდიშებით გვითხრეს, თურმე ისეთებიც არიან, ადრე ლონდონში საერთოდაც რომ არ არიან ნამყოფები.

როგორც ჩანს, მითითება აქვთ მოხალისეებს, კოლეგები დაიხმარონ, რომლებიც უნიფორმით ყველგან მრავლად არიან. არის ერთი გადაძახილი და მირბენ-მორბენა თუ ტელეფონით საუბარი თავისივე კოლეგებთან. შეიძლება მიიღო კიდეც სასურველი ინფორმაცია, მაგრამ ძვირფასი დრო გეკარგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]

ნინო სალუქვაძე - ქართველი ლიდერის ოლიმპიური მარცხი

ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა

http://sportall.ambebi.ge//sport/tcidaoba/dziudo/36663-bethqil-shukvanis-5-tsamiani-drama.html

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს