სამწუხაროდ, ჩვენებური აზიელ სპორტსმენთან იუკოთი დამარცხდა და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა
30 ივლისს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) - კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანსა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ კი-ჩუნ ვანგთან იუკოთი დამარცხდა.

ჩვენებურს წილისყრამ არ გაუმართლა, როცა წონაში ყველაზე ძლიერი ერგო მეტოქედ.

ტატალაშვილი კორეელს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. ორივე ორთაბრძოლა პარიზში გაიმართა - პირველად იქაურ "დიდ მუზარადზე", მეორედ - მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. ქართველმა ორივეჯერ მედგარი ბრძოლა გაუმართა აზიელს და იოლად არაფერი დაუთმია, თუმცა ვერც გამარჯვება გამოჰგლიჯა ხელიდან.

ახლანდელი ორთაბრძოლაც ასე წარიმართა - ტატალაშვილმა თითქოს არც ახლა დაუთმო ბევრი. კორეელმა თითქოს აშკარა უპირატესობა ვერ მოიპოვა და მინიმალურ ქულას დასჯერდა, მაგრამ მთელ შეხვედრას ის აკონტროლებდა, დომინირებდა და ჩვენებურს ერთი შანსიც არ ჰქონია.

შეხვედრის შუაწელში ვანგმა მყარად აღებული ჩავლებიდან შედეგიანად გამოცელა ქართველი და შემდეგ წრეში გავიდა, ტატალაშვილი კი შეჯიბრებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოში 4 წარმომადგენელი დარჩა. 28 ივლისს ოლიმპიადას ბეთქილ შუკვანი გამოეთიშა, ხოლო 29 ივლისს ქართულ დელეგაციას პირველი მედალი 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

30 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე კიდე ორი ქართველი წარადგენს. ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი წყვილთა ბადეში იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა