ორშაბათს, "ლა როსალედაზე" "ვილიარეალთან" მატჩში მსაჯმა "მალაგას" პორტუგალიელი ნახევარმცველი ელიზეუ გააძევა, მაგრამ ის მორიგი ტურის მატჩს არ გამოტოვებს.

ორშაბათს, "ლა როსალედაზე" "ვილიარეალთან" მატჩში მსაჯმა "მალაგას" პორტუგალიელი ნახევარმცველი ელიზეუ გააძევა, მაგრამ ის მორიგი ტურის მატჩს არ გამოტოვებს. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა ელიზეუს წითელი ბარათი ყვითლად "გადაუკეთა". I ტაიმის მიწურულს ელიზეუს, რომელმაც მანამდე "ელ სუბმარინოს" კარში გოლი შეაგდო, სტუმართა მსოფლიო ჩემპიონი მცველი კარლოს მარჩენა ეუხეშა, რითაც აღშფოთებული პორტუგალიელი მარჩენას მიეჭრა და შეუტია. მსაჯმა ელიზეუ მეტოქისთვის თავის დარტყმის გამო გააძევა, თუმცა მაშინვე გამოჩნდა, რომ მარჩენამ ყველაფერი ოსტატურად გააფორმა. კომიტეტმა დადგინა, რომ ელიზეუ საერთოდ არ შეხებია მეტოქეს თავით, ყვითელი ბარათი კი ძალაში აგრესიის გამოხატვის გამო დაუტოვა. ანდალუსიური კლუბის ჩივილმა გაამართლა. სხვათა შორის, ეს მეორე შემთხვევაა წლევანდელ ლა ლიგაში, როცა ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს.

სამართალმა ბოლოს პური კი ჭამა, მაგრამ სწორედ ამ გაძევების გამო "მალაგამ" შინ 2:3 წააგო "ვილიარეალთან". ბუნებრივია, ანდალუსიელებს დაკარგულ ქუელბს არავინ აუნაზღაურებს. 26 წლის სწრაფ ვინგერს არ გასჭირვებია "მალაგასთან" შეწყობა, ის ხომ 2 სეზონის განმავლობაში (2007-2009) აქ თამაშობდა, სანამ მილიონ ევროდ რომის "ლაციოში" გადაბარგდებოდა. ელიზეუ თავიდანვე "მალაგას" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ ელიზეუმ შარშანდელი სეზონის მე-2 ნახევარი იჯარით "სარაგოსაში" გაატარა.

სხვათა შორის, ამავე კომიტეტში ბილბაოს "ატლეტიკმაც" იჩივლა, რადგან ბასკური კლუბი მიიჩნევდა, რომ ფერნანდო ამორებიეტაც ტყუილ-უბრალოდ გააძევეს "ბარსელონასთან" მატჩში. კომიტეტმა, ამ შემთხვევაში, კლუბის სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა ბასკი მცველი მხოლოდ 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას დააჯერა.

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის