პაბლო დანიელ ოსვალდოს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული
პაბლო დანიელ ოსვალდოს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული, თუმცა "რომას" მესვეურები არგენტინული წარმოშობის იტალიელ ფორვარდთან განშორებას არ აპირებენ.

დედაქალაქური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინმა მის თაობაზე მკაფიო განცხადება გააკეთა:

"ოსვალდო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მასთან განშორებას ნამდვილად არ ვაპირებთ. იყო შემოთავაზებები პრემიერლიგის კლუბებიდან, მაგრამ ყველა წინადადება უარვყავით. რაც მთავარია, თავად ფეხბურთელს სურს ჩვენთან დარჩენა და ამას ყველაზე მეტად ვაფასებთ. მოკლედ, ოსვალდოს ტრანსფერის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ის ჩვენთან დარჩება".

რომში დარჩენის შესახებ თავად ოსვალდომაც ისაუბრა და გზად ინგლისური პრემიერლიგა შემოეკრიტიკა: "რომში თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ამასთან, ინგლისში თამაშის პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს, რადგან იქაური ჩემპიონატის დონე არ მაკმაყოფილებს.

ერთ დროს ინგლისში მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩემი პირადი აზრით, პრემიერლიგის საერთო დონეც დაეცა. სულ სხვა ვითარებაა სერია A-ში, სადაც თითოეული ქულისთვის უდიდესი ბრძოლაა საჭირო და სადაც იოლად ვერაფერს მოიპოვებ.

ლიდერსა და აუტსაიდერს შორის ყოველთვის მეტი სიმჭიდროვეა, ვიდრე თუნდაც ინგლისში და შესაბამისად, პროგნოზების კეთებაც ბევრად უფრო რთულია. მოკლედ, პირადად მე, ინგლისში ასპარეზობის დიდი სურვილი არ მაქვს".

ამ ანტიინგლისური გამოსვლის შემდეგ პაბლო ოსვალდო "რომაში" არსებულ ვითარებას შეეხო: "ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი და ახალი თავგადასავლები.

ჯერ ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი, თუ რისთვის იბრძოლებს "რომა", რადგან ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ ახალი მწვრთნელის ხელში. ალბათ, ათი ტური მაინც უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი.

პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდებს ბევრ არაფერში დავუდებთ ტოლს. ვნახოთ, სეზონის გახსნამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა