ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში ძირითადი ფავორიტები აზიელები - პეკინის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მფლობელები - ჩინეთისა და იაპონიის ნაკრებები იყვნენ
ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში ძირითადი ფავორიტები აზიელები - პეკინის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მფლობელები - ჩინეთისა და იაპონიის ნაკრებები იყვნენ. თუმცა კვალიფიკაციაში ნაჩვენები შედეგების გამო ამ ორი ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაში ბევრს შეეპარა ეჭვი.

კვალიფიკაცია აშშ-ის ნაკრებმა მოიგო. მათ რუსებს დამაჯერებლად, თითქმის სამი ქულით აჯობეს. მესამე საფეხურზე კი დიდი ბრიტანეთის ნაკრები გავიდა. ფინალში მასპინძლებმა ამ ადგილის შენარჩუნება შეძლეს.

ფავორიტები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე ადგილს ვერ ასცდნენ. იაპონიის ნაკრები კოეი უჩიმურამ დააღალატა - ის ტაიჭიდან ჩამოვარდა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილები მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. იგივე შეცდომა უჩიმურამ ფინალშიც დაუშვა, რამაც "ნორს გრინვიჩ არენაზე" საკმაოდ უჩვეულო და ცოტა არ იყოს, უხერხული ვითარება შექმნა.

მსაჯებმა იაპონელის გამოსვლას, ცხადია, დაბალი შეფასება მისცეს. შედეგად, პირველ ადგილზე გასულ ჩინეთის ნაკრებს კვალში დიდი ბრიტანეთი ჩაუდგა, ბრინჯაოს მედლები კი უკრაინას ერგო. იაპონია მეოთხეზე დარჩა. ეს განლაგება საშეჯიბრო ციფერბლატზე დიდხანს არ დაუყოვნებიათ.

იაპონელებმა პროტესტი შეიტანეს, რის განხილვასაც რამდენიმე წუთი დასჭირდა. საბოლოოდ კი მათ ვერცხლის მედლები არგუნეს, ბრიტანელები ბრინჯაოს დასჯერდნენ. ამ ამბის გამოცხადებას, ცხადია, მაყურებელთა გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა, მაგრამ მსაჯების ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოო იყო.

ჩემპიონი კი სრულიად დამსახურებულად ჩინეთის ნაკრები გახდა. საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, რომელშიც ამ გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა, ჩინელებმა ფინალში თითქმის უშეცდომოდ, მინიმალური დანაკარგებით იასპარეზეს და დაამტკიცეს, რომ ოთხი წლის წინათ პეკინში მიღწეული წარმატება სრულიად კანონზომიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჩინელთა გუნდში პეკინის ტრიუმფის ორი მონაწილე გამოდიოდა: ზუ კაი და იბინ ჩენი. მათთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედლები პირველად მოიპოვეს ჟე ფენმა, ვეიან გუომ და ჩენლონ ჟანგმა.

შესანიშნავად იასპარეზეს ბრიტანელებმაც, რომელთა გამოსვლასაც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს პრინცები უილიამი და ჰარი. მასპინძელთა გუნდმა სტოკჰოლმში 1912 წელს გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ სპორტის ამ სახეობაში პირველად მოიპოვა მედალი.

კაცები

მრავალჭიდი. გუნდური

1. ჩინეთი 275.997

(იბინ ჩენი, ჟე ფენი, ვეიან გუო, ჩენლონ ჟანგი, კაი ზუო)

2. იაპონია 271.952

(რიოჰეი კატო, კაზუჰიტო ტანაკა, იუსუკე ტანაკა, კოეი უჩიმურა, კოჯი იამამურო)

3. ბრიტანეთი 271.711

(სემ ოლდჰემი, დანიელ პურვისი, ლუის სმიტი, კრისტიან ტომასი, მაქს უიტლოკი)

4. უკრაინა 271.526

5. აშშ 269.952

6. რუსეთი 269.603

7. გერმანია 268.019

8. საფრანგეთი 265.441

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა