პირველობისთვის ერთმანეთს რუმინელი ალინ გეორგე მოლდოვეანუ და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, იტალიელი ნიკოლო კამპრიანი ეცილებოდნენ
მორიგ სათამაშო დღეს, ტყვიის სროლაში მედლების ერთი კომპლექტი თამაშდებოდა - მამაკაცები 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ვინც ამ დისციპლინის ფინალს ადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული ორთაბრძოლა ამ ოლიმპიადაზე.

პირველობისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ რუმინელი ალინ გეორგე მოლდოვეანუ და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, იტალიელი ნიკოლო კამპრიანი.

ისინი ერთნაირი მაჩვენებლით გადავიდნენ ფინალში და იქაც ბოლო გასროლამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა. ოდნავ წინ მოლდოვეანუ იყო და ჩემპიონობის გასანაღდებლად მას 10.3 ქულის მოპოვება სჭირდებოდა. რუმინელი ნერვულ დაძაბულობას გაუმკლავდა და ზუსტად იქ მოახვედრა ტყვია, სადაც საჭირო იყო. ეს მოლდოვეანუს პირველი დიდი გამარჯვებაა სერიოზულ ტურნირებზე.

კამპრიანი 0,6-ქულიანი ჩამორჩენით ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი ინდოელმა გაგან ნარანგმა მოიპოვა. საინტერესოა, რომ ოთხი წლის წინ ამავე დისციპლინაში ასევე ინდოელმა აბჰინავ ბინდრამ მოიგო ბრინჯაო და ეს იყო ინდოეთის პირველი ინდივიდუალური მედალი ოლიმპიადების ისტორიაში.

ამჯერად ბინდრამ საკვალიფიკაციოში მე-16 ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მისგან ესტაფეტა ნარანგმა გადაიბარა.

კაცები

პნევმატური შაშხანა. 10 მ

1. გეორგე მოლდოვეანუ (რუმ) 702.1 (599+103.1)

2. ნიკოლო კამპრიანი (იტა) 701.5 (599+102.5)

3. გაგან ნარანგი (ინდ) 701.1 (598+103.1)

4. ტაო ვანი (ჩინ) 700.4 (598+102.4)

5. პეტერ ჰელენბრანდი (ჰოლ) 699.8 (596+103.8)

6. პიერ ედმონდ პიასეცკი (საფ) 699.1 (596+103.1)

7. ილია ჩარჰეიკა (ბლრ) 698.6 (597+101.6)

8. ოლე მაგნუს ბაკენი (ნორ) 691.5 (597+94.5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა