შეუძლებელია ლაშა შავდათუაშვილზე თბილად არ ისაუბრო, მით უფრო, თუ პირადადაც იცნობ
საქართველოს და, კერძოდ, გორს ახალი გმირი ჰყავს - ლაშა შავდათუაშვილი, მიუნჰენის ოლიმპიადიდან 40 წლის შემდეგ, როდესაც შოთა ჩოჩიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი გორელი ფალავანი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშამ ეს თითქმის შოთას ასაკში შეძლო. გორელ მწვრთნელებს მუდამ იმედი ჰქონდათ მისი. მათ სწამთ, რომ ლაშას კიდევ ბევრი გამარჯვება აქვს წინ.

თარიღები ვახსენეთ და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლეულს გორის ძიუდოს სკოლას დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. თქვენმა მონა მორჩილმა ამასთან დაკავშირებით შარშან აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის თაობაზე დაიწყო ფიქრი, შემდეგ კი მუშაობა.

შარშან, როდესაც ჩანაფიქრი ახალგაზრდა გორელ სპეციალისტს, ლაშას პირად მწვრთნელს ნიკო ბიბილაშვილს გავანდე, მითხრა: "მოდი, ოლიმპიადამდეც დაგველოდე, რადგან იცოდე, იქიდანაც გექნება დასაწერი".

სიტყვა შესრულდა - ნიკოს და ანზორ თენაძის შეგირდმა საწერი თემა მართლაც დაგვიმატა.

ლონდონის ტატამზე ლაშა შავდათუაშვილის ყოველი გამარჯვების შემდეგ მახსენდებოდა მისი სახე, თბილისის საერთაშორისო ტურნირიდან მოგებით დაბრუნებული, გორის დარბაზში პირველად რომ ვნახე. მაშინ ლონდონის ლიცენზიის მოპოვების ალბათობაზე ვსაუბრობდით.

ლაშა ახალგაზრდებიდან სულ ორი თვის გადასული იყო უფროსებში და ჯერ მხოლოდ ორი ტურნირი ჰქონდა ნაჭიდავები. მიუხედავად თბილისში გამარჯვებისა, ბუნებრივია, ოლიმპიურ რეიტინგში ქულები მსუყედ არ ჰქონდა დაგროვილი.

ვკითხე, ოლიმპიადაზე შენი ასპარეზობის შანსის თუ გჯერა-მეთქი. შევატყე, თითქოს იმედიანად უყურებდა მოახლოებულ სალიცენზიო შეჯიბრებებს და მაინტერესებდა, მართლა ასე იყო, თუ მომეჩვენა. ჩვენმა გმირმა მისთვის დამახასიათებელი მორიდებით შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: "ამ მდგომარეობიდან ხომ ძალიან ძნელია, მაგრამ მე მაინც მჯერა და რა ვიცი". თან თვალებში ისე დამაკვირდა, აშკარად უნდოდა ამოეკითხა, თავად რას ვფიქრობდი ამაზე.

ლაშა შავდათუაშვილის მშობლები

მაშინ იგი გავამხნევე, მაგრამ მიუხედავად მისი ტალანტის, პიროვნების პატივისცემის, მისი საოცარი შრომისმოყვარეობისა, გულის სიღრმეში ნამდვილად მიჭირდა დაჯერება, რომ დარჩენილ მცირე დროში ლაშა ლიცენზიას მოიპოვებდა. თუმცა, რასაკვირველია, ძალიან, ძალიან კი მინდოდა, რომ ეს მოეხერხებინა.

დარწმუნებული ვარ, მაშინ რეიტინგში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქართული ძიუდოს ქომაგიც იგივე აზრზე იქნებოდა, მაგრამ შავადათუაშვილმა ჯერ მხოლოდ ლიცენზიის მოპოვებით შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი. მან დიდებში გადასვლიდან ხუთ თვეში მიიღო ოლიმპიადის საგზური, უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი!

ამას წინათაც აღვნიშნეთ გაზეთში, გია თენაძემ რომ მითხრა ამ ფალავნის შეფასებისას: "ლაშას უნდა ეხვეწო, გადამეტებით არ ივარჯიშოს".

ოლიმპიადაზე წასვლის წინ იქ სავარაუდო მოლოდინზე ბევრს აღარაფერს ამბობდა, თუმცა ბევრს შრომობდა და დარწმუნებული ვარ, სჯეროდა თავისი გამარჯვების. ოლიმპიადაზე წასვლის წინა დღეს კი დამირეკა და მადლობა გადაიხადა "ლელოში" მისი, როგორც ლიცენზიანტის შესახებ "თბილი წერილის" გამო (მისი სიტყვებია).

რა ვქნა, შეუძლებელია, ამ ბიჭზე თბილად არ ისაუბრო, მით უფრო, თუ პირადადაც იცნობ.

ლეგენდარული გორის ძიუდოს სკოლა ძალიან მონატრებული იყო ამ წარმატებას. ბოლოს ოლიმპიურ თამაშებზე გორიდან გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო მედალი (2000 წელი, ბრინჯაო). მაშინ გორის დარბაზში უკვე კოლაფსი იყო, სიდნეის თამაშების წინ ვაზაგაშვილს ტატამი შინ გაატანეს - სახლში მაინც ივარჯიშოსო (დარბაზში მუშაობა თითქმის საერთოდ შეწყვეტილი იყო).

ლაშა შავდათუაშვილის მამა (მარცხნივ) და მწვრთნელი გია თენაძე (მარჯვნივ)

2003 წლიდან გია და ანზორ თენაძეებმა ერთი შენობის სართული იქირავეს, ძიუდოს სკოლა დააფუძნეს და, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ამ ქალაქში ძიუდოს აღორძინებისათვის შრომა. ახლა მათი მეცადინეობით გორელი ძიუდოისტები კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშობენ, ძველებურად, ძლიერი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

ლაშას პირადი მწვრთნელები ნიკო ბიბილაშვილი და ანზორ თენაძე არიან. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას! ვულოცავთ ბატონ გურამ პაპიტაშვილს, რომელიც თავის სახელობის დარბაზში ჯერაც ენერგიულად იღვწის! ვულოცავთ ყველა მწვრთნელს, ვინც იქ მუშაობს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]

ლიცენზიანტი ლაშა შავდათუაშვილი - გამართლებული ნდობა

david
ყოჩაღ ლაშა! გაიხარე. მაგრად გაგვახარე. სულ წარმატებები გქონოდეს.შოთა ჩოჩიშვილი ლეგენდა იყო. იქნებ ისიც დაწეროთ ბოლოს იაპონელი რომ გაშხლართა(გვარი არ მახსოვს). რამხელა ამბავი მოყვა ამას.
Jigaro
ვასილ ბალახაძე- კაცი ხარ!...დავიმახსოვრებ ამ სახელს და გვარს...გაიხარე თუნდაც ასეთი პასუხისათვის.
valeraa
ეს ბიჭი ლომიაა ლომიიი..........
vasil
შეცდომაში არავინ შეგვყავს. 1). წერილში არ წერია, რომ შოთა ხაბარელი ჩემპიონი არ ყოფილა. წერია, რომ ჩოჩიშვილის ჩემპიონობიდან 40 წლის შემდეგ კიდევ ერთი გორელი გახდა ჩემპიონი. 2) გორელში იგულისხმება გორის ძიუდოს დარბაზის წარმომადგენელი. ხაბარელი არავიზე ნაკლებად არ მიყვარს და ცხადია ძალით არ გამოვტოვდი, უბრალოდ მოსკოვის ოლიმპიადისას, ანუ როცა ოლიმპიადა მოიგო გორის ძიუდოს უკვე აღარ წარმოადგენდა, თბილიში ვარჯიშობდა ჯემალ ნათელაშვილთან. 3) ისე ქარელელი არცერთი ხაბარელი იყო და არც ჩოჩიშვილი პირველი ძლევისჯვრელია, მეორე ღვლეველი იყო. ნიშნისმოგებით ლაპარაკს კი ლაშას წარმატებით ტკბობა და ურთიერთპატივისცემა ჯობია. პატივისცემით ვასილ ბალახაძე
gia
უზომოდ გახარებული ვარ, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბიჭები.
damangreveli.
შეცდომაში ნუ შე გყავთ ხალხი, შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ, შოთა ხაბარელი გახდა გორიდან, ოლიმპიური ჩემპიონი, თუ იტყვით, რომ ხაბარელი ქარელიდან იყო, მაშინ ჩოჩიშვილიც ქარელელი იყო.
ძია
სიტყვები არ მყოფნის... რა მაგარი ბიჭი ყოფილა ლაშა! მადლობა მის მწვრთნელებს!
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო