საფრანგეთის ლიგა 1-ის დებიუტანტი "არლი" ანტირეკორდს უმიზნებს – ძნელი გასახსენებელია, კლუბს სეზონის ზედიზედ შვიდი საწყისი მატჩი წაეგოს...

საფრანგეთის ლიგა 1-ის დებიუტანტი "არლი" ანტირეკორდს უმიზნებს – ძნელი გასახსენებელია, კლუბს სეზონის ზედიზედ შვიდი საწყისი მატჩი წაეგოს.

ერთი კვირის წინათ ეს კლუბი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა – ფენომენალურმა მიშელ ესტევანმა, ვინც ხუთ სეზონში "არლს" ოთხი ფრანგული ლიგა მოაგებინა და ქვეყნის საფეხბურთო ელიტაში აღაზევა. ამ მიღწევით ესტევანი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდებს გაუთანაბრდა – გი რუს და მიშელ ლე მილენერს. თუმცა, ლიგა 1-სთვის ესტევანის კვალიფიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდა და მანაც საყვარელი კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

მას მერე "არლს" მწვრთნელთა დუეტი ხელმძღვანელობს – ჟან-ლუი საზი და ქადერ ფერაუი, რომლებიც გუნდის სათავეში იქამდე იქნებიან, ვიდრე კლუბის პრეზიდენტი მარსელ სალერნო ესტევანის სრულფასოვან მემკვიდრეს არ დანიშნავს.

ჯერჯერობით ამ საქმეში ასეთი ამბებია – სალერნომ რამდენიმე დღის წინათ თქვა, სამი კანდიდატი შევარჩიე, რომელთაგან ერთ-ერთი ფარუქ ჰაჯიბეგიჩია, მეორე – რიკარდუ გომიში, მესამეს კი ჯერჯერობით არ დავასახელებო.

მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა – ბრაზილიელ რიკარდუ გომიშზე ავინიონელებმა უარი თქვეს და ჰაჯიბეგიჩს ტიერი ლორეი და პატრიკ რემი დაემატნენ. მარსელ სალერნო თავის გუნდს სწორედ ამ სამეულიდან შეურჩევს დამრიგებელს. ჩვენ კი კანდიდატებს უფრო კარგად გაგაცნობთ: ტიერი ლორეი არის 46 წლის და მწვრთნელად ლიგა 2-ის კლუბებში – "სეტსა" და "სედანში" უმუშავია; პატრიკ რემი გაცილებით გამოცდილია – 56 წლის სპეციალისტის აქტივში "ბოვეში", "სედანში", "კაენში", "გენგამში", "ტრუასა" და ბელგიურ "გენტში" მუშაობაა; ფარუქ ჰაჯიბეგიჩი კი ამ სამეულიდან ყველაზე ცნობილი კაცია – იუგოსლავიის ნაკრებში 62 მატჩი ჩაუტარებია. 52 წლის ბოსნიელის სამწვრთნელო კარიერაც მეტად მდიდარია – "სოშო", "ტრუა", "ნიორი", "დიჟონი", "ბასტია", ესპანური "ბეტისი", თურქული "გაზიანთეფსფორი", "დიარბაქირსფორი", "დენიზლისფორი" და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა