"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 21 წლის ფორვარდმა რომაულ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მატია დესტრო რომ "რომაში" გააგრძელებს კარიერას, ეს დაახლოებით ათი დღის წინ გადაწყდა. დღეს კი აღნიშნული ამბავი ოფიციალურად დადასტურდა და ტრანსფერის დეტალები გაცხადდა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 21 წლის ფორვარდმა რომაულ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

დესტროს სანაცვლოდ, დედაქალაქელები "ჯენოას" ბიუჯეტში 16 მილიონ ევროს ნაწილ-ნაწილ გადარიცხავენ - 11.5 მილიონს ამ ზაფხულს, დარჩენილ თანხას კი ერთი წლის თავზე. გარიგების თანახმად, "ჯენოა" "რომას" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლების ნახევარს მიიღებს - ლაპარაკია ჯანმარიო პიშიტელუსა და ვალერიო ვერეზე.

დესტროს ტრანსფერი "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ დაადასტურა და შემდეგი განაცხადა: "დესტროს გადაბირება დიდი ხანი გვინდოდა და საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ. მატია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია იტალიაში და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.

მატიასთან ხელშეკრულება 2017 წლამდე გვაკავშირებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ხუთი წელი "ჯალოროსის" ღირსებას დაიცავს.

არის თუ არა დესტრო ბორინის შემცვლელი? - ფაბიომ დატოვა გუნდი, მატია შემოგვიერთდა და დანარჩენი უკვე თავად განსაჯეთ... შესაძლოა იყოს კიდეც, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. სატრანსფერო ბაზარზე ვრჩებით და ყველანაირად შევეცდებით, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა