20 წლის ანა ტატიშვილი (135) ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირში (50 ათასი დოლარი) მე-5 ნომრადაა განთესილი. მისი პირველი მეტოქე 21 წლის შვეიცარიელი ამრა სადიკოვიჩია (480). წყვილთა ბადეში ტატიშვილისა და ამერიკელი კიმბერლი კაუტსის (286) წყვილი მე-3 ნომრად განთესეს.

20 წლის ანა ტატიშვილი (135) ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირში (50 ათასი დოლარი) მე-5 ნომრადაა განთესილი. მისი პირველი მეტოქე 21 წლის შვეიცარიელი ამრა სადიკოვიჩია (480). წყვილთა ბადეში ტატიშვილისა და ამერიკელი კიმბერლი კაუტსის (286) წყვილი მე-3 ნომრად განთესეს. I წრეში მათ "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძლებს (საბრინა კაპანოლო, ამანდა ფინკი) აჯობეს - 6:1, 6:3.

ფლორიდის შტატში, ამელია აილენდში 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო, სადაც 24 წლის სალომე დევიძე გამოჩნდა. ზუსტად ერთი წელიწადია, რაც სალომეს არსად უთამაშია. ერთ დროს საქართველოს პირველი ჩოგნის (მსოფლიო კლასიფიკაციაში 18 წლისა 254-ე იყო) დარბუნება ვერ გამოდგა იღბლიანი, მან სამ სეტში წააგო საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრის მატჩი 15 წლის ამერიკელ მია კინგთან - 3:6, 6:2, 4:6.

კალიფორნიის ქალაქ ირვაინში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (838) პირველ წრეში ჯოელ კიელბოვიჩს (აშშ, 891) მოუგო - 6:2, 6:3. დიდი ხანია, რაც 17 წლის ალექსანდრე მეტრეველი არსად გამოჩენილა, არც დიდებში და არც ახალგაზრდებში. ივნისის შემდეგ პირველად მოასპარეზე მეტრეველის დაბრუნება უიღბლო გამოდგა - ეგვიპტეში II კატეგორიის ახალგაზრდულ ტურნირში ქართველი გერმანელ კევინ კაჩინსკისთან შეხვედრის დასაწყისშივე დაშავდა და 0:2-ზე ბრძოლა შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მეტრეველი ახალგაზრდებში მსოფლიოს 156-ე ჩოგანია.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა