ლიდერთა ნავსიანი ტური და ფორლანის უფერული დებიუტი
როგორც იქნა, შედგა 33 წლის დიეგო ფორლანის დებიუტი ბრაზილიის ჩემპიონატში.

პორტუ ალეგრეში "ინტერნასიონალმა" ლიდერის მდევარ "ვასკუ და გამას" ქულები დააკარგვინა - 0:0. ურუგვაელმა კი შეხვედრა სასტარტოში დაიწყო, მაგრამ ბოლო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა "ინტერის" გულშემატკივრები ვერაფრით მოხიბლა. მეორე ტაიმში კი ის შეცვალეს. მაგრამ ლიდერმა ვერ გაზარდა ქულათა უპირატესობა, რადგან თავად "ფლუმინენსეს" დაუზავდა (თუმცა, რომ არა ცუდი მსაჯობა, სულაც წააგებდა).

ვერც მესამეადგილოსანმა "გრემიომ" იხეირა, რომელმაც სულაც წააგო აკინოს "კორიტიბასთან" - 1:2. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ სერია ა-ს მე-13 ტურმა ტიტულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა და მასში ჩართვის შანსი სხვა კლუბებსაც მისცა.

რაც დორივალ ჟუნიორი წვრთნის, "ფლამენგომ" პირველად წააგო დიდი ანგარიშით. "სან პაულუმ" "მენგაუ" 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში მხრის ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა მეკარე როჟერიო სენიმ. ამ შეხვედრაში "სევილიას" ექს-ფორვარდმა ლუიშ ფაბიანომ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ალექსანდროს მიუახლოვდა.

როგორც იქნა, მოიგო "სანტოსმა", რომლის მთავარი ვარსკვლავი ნეიმარი ოლიმპიადაზე თამაშობს.

ბრაზილია. სერია ა. XIII ტური

ინტერნასიონალი-ვასკუ და გამა 0:0

კორიტიბა-გრემიო 2:1

გოლები: 1:0 აირტონი (61), 1:1 ანდრე ლიმა (64), 2:1 ლეონარდო (90)

შენიშვნა: ანდერსონ აკინოს (კორიტიბა) არ უთამაშია.

ბოტაფოგო-ფიგეირენსე 1:0

გოლი: 1:0 ანდრეზინიო (60)

გაძევება: პაბლო (78. ფიგეირენსე), ვიტორ ჟუნიორი (78. ბოტაფოგო)

ფლუმინენსე-ატლ. მინეირო 0:0

სან პაულუ-ფლამენგო 4:1

გოლები: 1:0 მაიკონი (42), 2:0 ლუიშ ფაბიანო (45), 3:0 ლუიშ ფაბიანო (60), 3:1 რამონი (67), 4:1 ჟადსონი (90)

სპორტი-ატლ. გოიანიენსე 0:0

ბაია-კორინთიანსი 0:0

სანტოსი-პონტე პრეტა 2:1

გოლები: 1:0 ბრუნო პერესი (37), 1:1 როჟერი (83), 2:1 მირალესი (86)

კრუზეირო-პალმეირასი 2:1

გოლები: 1:0 ბორჟესი (37-პენ), 2:0 ბორჟHესი (56), 2:1 ბარკოსი (69-პენ)

პორტუგეზა-ნაუტიკო 3:1

გოლები: 0:1 კიეზა (9), 1:1 მოისესი (31), 2:1 ანანიასი (58), 3:1 დიეგო ვიანა (87)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 13 10 2 1 25-8 32

2. ვასკუ და გამა 13 9 3 1 20-11 30

3. ფლუმინენსე 13 7 5 1 22-8 26

4. გრემიო 13 8 0 5 18-12 24

5. კრუზეირო 13 7 2 4 17-14 23

6. ინტერნასიონალი 13 6 5 2 18-11 23

7. სან პაულუ 13 7 1 5 21-16 22

8. ბოტაფოგო 13 6 2 5 22-17 20

9. კორინთიანსი 13 4 4 5 13-13 16

10. პონტე პრეტა 13 4 4 5 16-17 16

11. ფლამენგო 13 4 4 5 16-21 16

12. კორიტიბა 13 4 3 6 23-27 15

13. სპორტი 13 3 5 5 13-19 14

14. ნაუტიკო 13 4 1 8 17-27 13

15. პორტუგეზა 13 3 4 6 10-16 13

16. სანტოსი 13 2 7 4 9-12 13

17. ბაია 13 2 6 5 11-18 12

18. პალმეირასი 13 2 4 7 13-16 10

19. ატლ. გოიანიენსე 13 2 3 8 12-25 9

20. ფიგეირენსე 13 1 5 7 13-21 8

ბომბარდირები

8 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა); 7 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), როჟერი (პონტე პეტრა); 6 - ფრედი (ფლუმინენსე), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო); 5 - კაიო (ფიგეირენსე), არაუჟო (ნაუტიკო), მორენო (გრემიო), ჟადსონი (სან პაულუ), დანილინიო (ატლეტიკო მინეირო).

4 აგვისტო: ფლამენგო-ატლეტიკო მინეირო, პალმეირასი-ინტერნასიონალი, ატლეტიკო გოიანიენსე-ბოტაფოგო, პორტუგეზა-ფიგეირენსე.

5 აგვისტო: ვასკუ და გამა-კორინთიანსი, სან პაულუ-სპორტი, გრემიო-ბაია, კორიტიბა-ფლუმინენსე, კრუზეირო-პონტე პრეტა, ნაუტიკო-სანტოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება